სავარჯიშოების კრებული ოთხი ნაწილისგან შედგება. პირველ-მეორე ნაწილში თავმოყრილია თეორიული ნაწილი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის. მესამე ნაწილში მოცემულია საპროგრამო ტექსტების სავარჯიშოები, რომლებიც ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა დალაგებული, მეოთხე ნაწილში იდეურ-თემატური დაჯგუფების პრინციპით გაერთიანებულია არასაპროგრამო ტექსტების დავალებები.
მოგესალმებით! გახლავართ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. მაქვს პედაგოგად მუშაობის 17 წლიანი გამოცდილება. ჩემი პროფესიული მიღწევებიდან გამოვყოფდი ზედიზედ მეორედ წლის საუკეთესო მსოფლიო მასწავლებლებში მოხვედრას.