ევრიპიდეს შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი სამშობლოს სიყვარულის თემას ეძღვნება. ევრიპიდეს შემოქმედების უმთავრეს თავისებურებად მისი თანამედროვეობა სახელდება, რაც უპირველეს ყოვლისა გამოვლინდა ტრაგედიებში ჰეროიკულ-პატრიოტული მოტივების მომძლავრებით, ანტიკური დემოკრატიის არასრულყოფილებისა თუ რელიგიური კრიზისის გაცნობიერების წარმოსახვით. ამ განცდით არის დაწერილი ტრაგედია „მავედრებელი ქალები“, რომელსაც მისი ჰიპოთესისის ავტორმა „ათენის ენკომიონი“ („სადიდებელი“) უწოდა.
ევრიპიდე (დაახლ. 480-406 ჩვ. წ.ა.) - ძველი ბერძენი ტრაგიკოსი ათენიდან, ერთ-ერთი მათგანი, ვისი შრომებიც შემორჩენილია. ყველაზე ცნობილ დრამებს შორისაა „მედეა“, „იპოლიტოსი“, „ელექტრა“, „ტროელი ქალები“, „ბაკქი ქალები“.