მახასიათებლები
- სათაური: მელის წიგნი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ვარდანი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 1899
- ენა: ქართული
- გვერდები: 156
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 544
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
ვარდანი - მელის წიგნი
iBooks© 2022 ყველა უფლება დაცულია
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
iBooks
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ. 0186 თბილისი, საქართველო
ტელ: (32) 2314424
ელფოსტა: info@ibooks.ge
www. iBooks.ge
FB: iBooks
საარაკო რამა ვთქვი, „მელის წიგნი“, ქმნილობა,
სწავლა და გაღვიძება უმეცართათვის.
1
ერთმა მეფემ მესაკლავეს ტყავი გამოართო, დაამარილა და ბაზარში დადო. შუაღამისას მოვიდნენ სიმრავლე ძაღლისა, იმ ტყავს სჭამდნენ. ერთი იმათგანი, რომელიც უფროსი და მეცნიერი იყო, იმან უთხრა: „პირველათ სისველე გაულოკოთ, მერე ტყავი შევჰჭამოთ“. დაუწყეს იმ ტყავს ლოკვა და სიმლაშით დასქდნენ. აღარ დასცალდათ ტყავის შეჭმა.
მსგავს ამის მოვიდეს სიკვდილი ჩვენზედ და დრო აღარა გვცეს და ვეღარა ვეწივნეთ საუკუნოს დიდებასა.
2
იყო ხელმწიფე ერთი კეთილი. დღესა ერთსა წყლის პირს ისადილა. მოვიდა ძაღლი ერთი, ერთი წმიდა პური ისადილა. მოვიდა ის ძაღლი. წყლის პირს მოვიდოდა. იმ წყალში თავის ჩრდილი ნახა, სხვა ძაღლი ეგონა. პირში პური ეჭირა. სიხარბით თავისი პური პირიდამ გააგდო, მითამ იმ ძაღლს გამოუდგა, ის პურიც წაერთმევინა. თითონ რომ პირში პური ეჭირა, ისიც წყალმა მოსტაცა. დარჩა თავის პურისაგანაც ცარიელი და მშიერი.
თარგმანი: ხელმწიფე ქრისტეა. მშიერი ძაღლი ადამიანია. წმიდა პური შნო და მცნება არის და თავის წმიდა გვამი არის. ეშმაკი მარად თავის მაცდურობით გვნადირობს; თქვენის სიყვარულით, სიხარბით, ვერცხლის მოყვარებით გვახურებს. სიკვდილი აღარ გვახსომს. დავრჩებით საუკუნო ცხოვრებიდამ ცარიელნი, როგორც ის ძაღლი დარჩა...