წიგნი იმდენად პოპულარულ ენაზეა დაწერილი, რომ არატექნიკური ადამიანისთვისაც კი სრულებით გასაგებია, როგორ მივაღწიეთ დღევანდელ ტექნოლოგიურ პროგრესამდე... წიგნში შესულია, არა მარტო უცხოელი ფიზიკოსები, წარმოდგენილნი არიან ქართველი ფიზიკოსებიც. წიგნში საპატიო ადგილს იკავებენ ასევე ქალი ფიზიკოსებიც...
აკაკი სოსელია დაიბადა 1940 წლის 21 ივნისს. 1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1971 წელს კი სოციოლოგიის ფაკულტეტი. 1966 წლიდან 1985 წლამდე მუშაობდა ფიზიკის ინსტიტუტში. გამოქვეყნებული აქვს 18 სამეცნიერო ნაშრომი. იგი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატია.