მახასიათებლები
- სათაური: მოთხრობები (ნაწილი I)
- ISBN კოდი:
- ავტორი: მიხეილ ბულგაკოვი
- გამომცემელი: Anatoly
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 68
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2177
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
მამლიანი პირსახოცი;
მორფი;
ავადმყოფის დღიური;
გადაფურცვლა
სარჩევი
მამლიანი პირსახოცი
მორფი
ავადმყოფის დღიური
მამლიანი პირსახოცი
თუ კაცს მიყრუებულ შარაგზებზე ცხენშებმული ეტლით არ უმგზავრია, მისთვის თუნდა მომიყოლია, ეს რა სატანჯველია, თუნდა არა, მაინც ვერაფერს გაიგებს, ხოლო იმას, ვისაც უმგზავრია, არც მინდა, რომ გავახსენო. მოკლედ გეტყვით: სამაზრო ქალაქ გრაჩოვკიდან მურიევოს საავადმყოფომდე ორმოცი ვერსის გავლას მე და ჩემმა მეეტლემ ერთი დღე და ღამე მოვანდომეთ. თანაც კურიოზული სიზუსტით: 1917 წლის 16 სექტემბერს დღის ორ საათზე ქალაქ გრაჩოვკის განაპირას მდგარ უკანასკნელ ფქვილის დუქანს გავცდით, ხოლო იმავე დაუვიწყარ 1917 წლის 17 სექტემბერს, სამის ხუთ წუთზე მურიევოს საავადმყოფოს ეზოში ვიდექი სექტემბრის წვიმებისგან ჩამჭკნარ და ჩამკვდარ, გათელილ ბალახზე. ვიდექი ამდაგვარად: ფეხები გაშეშებული მქონდა, თანაც ისე, რომ იქვე, ეზოში მდგარს, თვალწინ ბუნდოვნად წარმომიდგა სახელმძღვანელოები, გულში ვფურცლავდი ამ სახელმძღვანელოებს და ჩლუნგად ვცდილობდი, გამეხსენებინა, მართლა არსებობდა, თუ გუშინ სოფელ გრაბილოვკაში სიზმრად მომელანდა ავადმყოფობა, რომლის დროსაც ადამიანს კუნთები უქვავდება? ლათინურად რა ჰქვია ამ წყეულ ავადმყოფობას? ყოველი კუნთი ისე აუტანლად მტკიოდა, კბილის ტკივილი მონაგონია. ფეხის თითებზე ხომ ლაპარაკიც აღარ ღირდა - სრულებით ვეღარ ვამოძრავებდი, თითქოს მოეკვეთათ და ჩექმებში ნაფოტებივით ჩამრჩენოდა. უნდა ვაღიარო, რომ მედიცინას სულმოკლედ ვწყევლიდი და საკუთარ თავს ვლანძღავდი იმის გამო, რომ ხუთი წლის წინ უნივერსიტეტის რექტორის სახელზე განცხადება შევიტანე. წვიმა გაუთავებლად ცრიდა, პალტო ღრუბელივით გაჯირჯვებულიყო. მარჯვენა ხელი ჩემოდნისკენ გავიწოდე და შევეცადე, სახელურისათვის თითები მომეკიდა, ბევრს ვეწვალე, მაგრამ ამაოდ, ბოლოს სველ ბალახზე გადავაფურთხე. თითები ოდნავადაც არ მემორჩილებოდა და უნივერსიტეტის წიგნებში ნაკირკიტებსა და ათასგვარი ცოდნით თავგამოტენილს კიდევ ერთი ავადმყოფობა - დამბლა გამახსენდა. "დამბლა", - ეშმაკმა უწყის რატომ, გამწარებით გავივლე...
მიხეილ ბულგაკოვი
მიხეილ ათანასეს ძე ბულგაკოვი (დ. 15 მაისი, 1891, კიევი - გ. 10 მარტი, 1940, მოსკოვი) - რუსი მწერალი, დრამატურგი, თეატრალური რეჟისორი და მსახიობი. ავტორი რომანისა „ოსტატი და მარგარიტა“. არის მოთხრობების, ფელეტონების, პიესების, სცენარების, ლიბრეტოების ავტორი.