iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

მისხალი ერთგულება

ავტორი: ლუკა სალტინი

2023 წელი | გამომცემელი: საქართველოს აკადემიური გამომცემლობა

მთარგმნელი: მაია ტურაბელიძე

რომანი, თანამედროვე, თარგმანი

ფორმატები: pdf
489
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
ანოტაცია

რომანი „მისხალი ერთგულება“ მოგვითხრობს ჩაუშესკუს დიქტატურის პერიოდში სიმდიდრისკენ დაუოკებელი ლტოლვით შეპყრობილი მამაკაცის ამბავს, რომელიც საყვარელ ქალს მილიონების შოვნას ანაცვალებს. იანკუ – გაზულუქებული და ჯიბესავსე სასტიკი საქმოსანი; აკილინა, ულამაზესი ახალგაზრდა ქალი, დაუცველი, მაგრამ ამაყი და მებრძოლი, და იტალიელი ბიზნესმენი, რომელიც ნავთობისა და დოლარების მორევში ადამიანობის, სულიერების შენარჩუნებას ცდილობს. თუმცა ის გარემოებათა ტყვეა, იმასაც აღიარებს, რომ ეს მისი ცხოვრებაა, რომელიც განუსაზღვრელი შესაძლებლობების კარს უხსნის. ფული მისთვის ყველაფრის გასაღებია, ყველა დაბრკოლების გადალახვის, ცხოვრებით ტკბობის საშუალება და ამისთვის ბევრი რამის დათმობა უწევს, უპირველესად კი სიყვარულის. დიახ, ეს არის კომპრომისებით აღსავსე ცხოვრება, ბოროტებასა და ძალადობასთან შეგუება, მაგრამ მას სულში მაინც დარჩა სუსტად მოკიაფე წერტილი – მისხალი ერთგულება, რომელმაც მაშინ იხსნა, როცა არ ელოდა.

მახასიათებლები
სარჩევი
გადაფურცვლა
ლუკა სალტინი
ლუკა სალტინი

ლუკა სალტინი – მწერალი, რომანებისა და ესეების (ძირითადად, ისტორიული) ავტორი. დაიბადა ქალაქ მილანში (1974 წ.) და ცხოვრობს ლუგანოში, სადაც კანტონალური ბიბლიოთეკის კულტურულ საქმიანობას უძღვება. გამოქვეყნებული აქვს არაერთი საბავშვო მოთხრობა, მუშაობს სასკოლო პროექტებში. რომანი „მისხალი ერთგულება“ მოგვითხრობს ჩაუშესკუს დიქტატურის პერიოდში სიმდიდრისკენ დაუოკებელი ლტოლვით შეპყრობილი მამაკაცის ამბავს, რომელიც საყვარელ ქალს მილიონების შოვნას ანაცვალებს.