მახასიათებლები
- სათაური: მკვლელობა და სიკვდილით დასჯა
- ISBN კოდი:
- ავტორი: ნიკოლაი ბერდიაევი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 2
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2081
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
მკვლელობა და სიკვდილით დასჯა;
გადაფურცვლა
სისხლი, რომელსაც რუსეთის მთავრობა ღვრის და მკვლელობები, რომლებსაც ის სჩადის, არ შეიძლება სიკვდილით დასჯის იურიდიული ინსტიტუტად განვიხილოთ. სისხლის სამართლის მეცნიერების მიერ ეს კრიმინალური ინსტიტუტი უკვე კარგა ხანია მიზანშეუწონლად არის მიჩნეული, ხოლო კაცობრიობის მორალური ცნობიერება მის წინააღმდეგ დიდი ხანია აღმდგარია. მეორეს მხრივ კი, ის საშინელება, რომელიც ახლა ხდება, არ შეიძლება იურიდიულ ჭრილში იქნას განხილული, სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ არგუმენტირებაც თითქოს უადგილოა, და თავად საკითხიც უკიდურესად ელემენტარულს წარმოადგენს. კონტრრევოლუციამ შავი სიკვდილით გადაქელა რუსეთი, გამოიყენა ტერორის იმგვარი ტაქტიკა, რომლის წინაშე სამყაროს ყველა რევოლუციური ტერორი ფერმკრთალდება, და სიკვდილი მის უმთავრეს, თითქმის ერთადერთ იარაღად აქცია. ქვეყნის ყველა შავი და მხეცური ძალა ცდილობს შური იძიოს იმის გამო, რომ შერყეულია მათი უღმერთო სამეფო და რომ მათ ისტორიამ საბოლოოდ მოუხმო საუკუნეების განმავლობაში ჩადენილ დანაშაულთათვის პასუხსაგებად. კონტრრევოლუციური ტერორი, რომელსაც საზღვრები არ გააჩნია, მხეცური შურისგება და დაუცველთა ორგანიზებული მკვლელობები - აი, რას უწოდებენ დღეს ჩვენთან სიკვდილით დასჯას. ამ დანაშაულებებს სახელმწიფო ხელისუფლება სჩადის, რომელიც საკუთარ თავს ქრისტიანულად უწოდებს.
ნათქვამია: „ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება.“ ეს სახელმწიფოს შესახებ არის ნათქვამი, რადგან სახელმწიფომ არა მხოლოდ პირველმა აიღო მახვილი, მისი აკვანი არა მხოლოდ დაირწა სისხლიან მკვლელობებში, არამედ მან მკვლელობა კანონად აქცია, სიკვდილი ცხოვრების ერთ-ერთ კანონად აღიარა. ცნობილია, რომ ისტორიულად სიკვდილით დასჯა სისხლიანი შურისძიებიდან განვითარდა და რომ სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო მისაგებლის ორგანიზება, მოაშორა რა მას პიროვნული შემადგენელი. სისხლიანი შურისძიების სტიქია ირაციონალურია, მასში პირველყოფილი ქაოსი ირხევა და იგი ბევრად კეთილშობილი და წმინდაა, ვიდრე სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული, გონებით განსჯილი და მხეცურად გაცნობიერებული...
ნიკოლაი ბერდიაევი
ნიკოლაი ბერდიაევი (18.03.1874-23.03.1948) - დიდი რუსი რელიგიური და პოლიტიკური ფილოსოფოსი, ეგზისტენციალიზმის წარმომადგენელი. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ევროპულ ფილოსოფიურ პროცესში. თანამშრომლობდა ისეთ აღიარებულ მოაზროვნეებთან, როგორებიც იყვნენ გაბრიელ მარსელი, ემანუელ მუნიე, ოსვალდ შპენგლერი და სხვები. გარდაიცვალა კლამარში, პარიზის მახლობლად.