ჩვიდმეტი ქვეყნის წარმომადგენელთა მიერ დაწერილი ეს მოთხრობები იმის იმედს გვაძლევს, რომ ჩვენც შეიძლება შევიცვალოთ, ჩვენი შეცვლა კი მსოფლიოს შეცვლის საწინდარია. მტკიცედ მწამს, რომ ოჯახი საზოგადოების ქვაკუთხედია. ამ წიგნის ფურცლებიდან მშობლები გვიამბობენ, თუ როგორ აგვარებენ შვილებთან ურთიერთობისას პატარ-პატარა პრობლემებს, რომლებიც მომავალში, შესაძლოა, დიდ პრობლემებად მოვლენოდათ. მოზარდების მშობლები მოგვითხრობენ, თუ როგორ შეინარჩუნეს კეთილგონიერება ურთულეს წლებში, როგორ ეხმარებოდნენ თავიანთ შვილებს ნარკოტიკებთან თუ დეპრესიასთან გამკლავებასა და ცხოვრების მიზნის დასახვაში. ანიეტ ქემფბელი
ანიეტ ქემფბელი იყო უბრალო პედაგოგი და მოაგროვა სხვადასხვა ისტორიები, რასაც უყვებოდნენ ბავშვების მშობლები, ნათესავები, მეზობლები... და გააკეთა ამ წიგნის კომპილაცია. პირველად წიგნი გამოიცა 1977 წელს.