iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

მშობელთა ჩართულობა დაწყებითი კლასების მათემატიკის სწავლებაში

ავტორი: ჰ. კრეისბერგი, მ. ბეირენევანდი

2023 წელი | გამომცემელი: საქართველოს აკადემიური გამომცემლობა

მთარგმნელი: ხათუნა ბუზარიაშვილი

პედაგოგიკა, თანამედროვე, თარგმანი

ფორმატები: pdf
467
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
ანოტაცია

მშობლები და პედაგოგები წამყვან როლს თამაშობენ მოსწავლეთა წარმატებების მიღწევაში მათემატიკის სწავლების დროს. ბევრ ადამიანში იწვევს გაკვირვებას მათე­მატიკის სწავლების თანამედროვე მეთოდები. გაუკვალავ გზაზე სიარული ზოგჯერ განსაკუთრებული მოთხოვნების წინაშე აყენებს ოჯახებს, რომლებიც აქტიური პედაგოგების როლს ასრულებენ ონლაინ განათლების დროს. ავტორები ხაზგასმით ­აღნიშნავენ, რომ საჭიროა გუნდური მუშაობა თითოეული ბავშვის დასახმარებლად. ეს არის წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. იგი ერთმანეთთან აკავშირებს სახლსა და სკოლას, ხელს უწყობს შეხედულებების და იდეების გაცვლას, თანმიმდევ­რული სტრუქტურების შექმნას, მათემატიკის სწავლებას კი გარდაქმნის პოზიტიურ, მაღალხარისხიან და ინკლუზიურ სასწავლო გამოცდილებად.

მახასიათებლები
სარჩევი
გადაფურცვლა
ჰ. კრეისბერგი, მ. ბეირენევანდი
ჰ. კრეისბერგი, მ. ბეირენევანდი

დოქტორი ჰილარი კრეისბერგი არის მათემატიკური მიღწევების ცენტრის დირექტორი, ლესლის უნივერსიტეტის (კემბრიჯი, მასაჩუსეტი) მათემატიკური განათლების ასისტენტ პროფესორი, ბოსტონის რეგიონის მათემატიკის სპეციალისტთა კავშირის პრეზიდენტი

დოქტორი მეთიუ ლ. ბეირანევანდი წარმოადგენს ჩელმსფორდის (მასაჩუსეტი) საჯარო სკოლების K-12 მათემატიკის დეპარტამენტის კოორდინატორს, გლობალური მათემატიკის პროექტის წარმომადგენელს, მათემატიკის სასწავლო გეგმის შემუშავების კონსულტანტს და მასაჩუსეტსის STEM მრჩეველთა საბჭოს წევრს.