მახასიათებლები
- სათაური: ნადირობისას მომხდარი დრამა
- ISBN კოდი:
- ავტორი: ანტონ ჩეხოვი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2018
- ენა: ქართული
- გვერდები: 99
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2006
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
წინასიტყვაობა;
სასამართლოს გამომძიებლის ჩანაწერებიდან;
კომენტარები;
გადაფურცვლა
ანტონ ჩეხოვი - ნადირობისას მომხდარი დრამა
Антон Павлович Чехов - Драма на Охоте
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ლია იმერლიშვილს
iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
წინასიტყვაობა
სასამართლოს გამომძიებლის ჩანაწერებიდან
კომენტარები
წინასიტყვაობა
1880 წლის აპრილის ერთ შუადღეს ჩემს კაბინეტში შემოვიდა დარაჯი ანდრეი და საიდუმლოდ მომახსენა, რედაქციაში ვიღაც ბატონი მობრძანდა და რედაქტორის ნახვას თხოულობსო.
- ალბათ მოხელეა, - დაუმატა ანდრეიმ, - კოკარდიანი ქუდი ახურავს...
- სთხოვე, სხვა დროს მოვიდეს, - ვთქვი მე, - დღეს არა მცალია. უთხარი, რედაქტორი მხოლოდ შაბათობით ღებულობს-თქო.
- სამი დღის წინათ იყო, თქვენ გკითხულობდათ, ამბობს, დიდი საქმე მაქვსო. იხვეწება, ლამის იტიროს. შაბათს არ შემიძლიაო, ამბობს... რას მიბრძანებთ, შემოვიყვანო?
მე ამოვიოხრე, კალამი დავდე და კოკარდიან ბატონს ლოდინი დავუწყე.
დამწყები მწერლები და, საერთოდ, ისეთი ხალხი, ვინც რედაქციის საიდუმლოებას არ იცნობს და სიტყვა „რედაქციის“ გაგონებაზე სასოებით ცახცახებს, კარგა ხანს გალოდინებენ. რედაქტორის ნებართვის შემდეგ დიდხანს ახველებენ, ცხვირს იხოცავენ, ნელა აღებენ კარს, უფრო ნელა შემოდიან და ამით კარგ დროს გართმევენ. კოკარდიან ბატონს კი არ დაუხანებია. ანდრეიმ ძლივს მოასწრო კარის მიხურვა, რომ ჩემს კაბინეტში აღმოჩნდა მაღალი, მხარბეჭიანი მამაკაცი, რომელსაც ცალ ხელში ქაღალდის შეკრულა...