iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

ნარჩიტა

ავტორი: რეშად ნური გიუნთექინი

2021 წელი | გამომცემელი: საქართველოს აკადემიური გამომცემლობა

მთარგმნელი: ნოდარ ჯანაშია ნანა ჯანაშია

რომანი, კლასიკა, თარგმანი

ფორმატები: pdf
2009
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
ანოტაცია

გთავაზობთ თურქი კლასიკოსი მწერლის, რეშად ნური გიუნთექინის რომანს ,,ნარჩიტა“. ნაწარმოებში ასახულია ადრე დაობლებული პატარა ფერიდეს ცხოვრება, რომელიც მშობლების გარდაცვალების მერე დეიდასთან იზრდებოდა. დეიდას ფერიდეზე ცოტა უფროსი ვაჟი, ქამურანი ყავდა. მალე დეიდაშვილებს შორის სიყვარულმა იმძლავრა. ყველაფერი ბედნიერი ქორწილით დასრულდებოდა, რომ არა ერთი შემთხვევა. ფერიდე შეიტყობს, რომ მათ შორის სხვა ქალი ჩამდგარიყო. სასოწარკვეთილი ქალი სახლიდან გარბის და არ იცის, რა ელოდება წინ, რა ინტრიგებს უმზადებს ცხოვრება და მოუწევს თუ არა კიდევ ქამურანთან შეხვედრა.

მახასიათებლები
გადაფურცვლა
რეშად ნური გიუნთექინი
რეშად ნური გიუნთექინი

გამოჩენილი თურქი მწერალი, სცენარისტი და დრამატურგი, რეშად ნური გიუნთექინი, 1889 წლის 25 ნოემბერს სტამბოლში დაიბადა. მისი ყველაზე ცნობილი რომანი, „ნარჩიტა,“ 1922 წელს გამოიცა. გიუნთექინის რომანების მიხედვით გადაღებულია კინოფილმები და სატელევიზიო სერიალები. რეშად ნური გიუნთექინი 1956 წელს ლონდონში გარდაიცვალა. სტმაბოლში ქუჩა, რომელზეც მწერალი ცხოვრობდა, „ნარჩიტას“ სახელს ატარებს.