მარკიან კამიშის წიგნი „ოფორმლიანდია ანუ ზონაში გასეირნება“ ჩორნობილის მხარის ემოციური განზომილებაა, არალეგალი „სტალკერი“ ტურისტების სამყაროში ჩაყვინთვა. ამ წიგნში თქვენ ვერ იპოვით ზონის სტანდარტულ აღწერას, ჩორნობილის ავარიის ჭეშმარიტ მიზეზებზე მოსაწყენ თხრობასა და მსჯელობებს. აქ შიგნიდანაა მიპყრობილი მზერა არალეგალურ ტურიზმზე გაუცხოების ზონაში, რომელიც თითქმის ორმოცი წელია უკრაინის პოლესიეს უნიკალური ტერიტორიაა. აქაა ზურმუხტოვანი ჭაობები, ჩასაფრებული მილიცია და დაკოჟრილ-დასისხლიანებული ფეხები. აქაა ღამეული პრიპიატის საშიში თავსხმები და მომხიბლავი განთიადები. წიგნი ილუსტრირებულია ავტორის მიერ გადაღებული ფოტოებით.
მარკიან კამიში დაიბადა 1988 წელს კიევში, ჩორნობილის ავარიის შედეგთა ლიკვიდატორის ოჯახში. სწავლობდა ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. 2010 წლიდან აქტიურად იკვლევს ჩორნობილის ზონას, სადაც მავთულხლართს მიღმა 200 დღეზე მეტი გაატარა.