მახასიათებლები
- სათაური: ომის ფსიქოლოგია და მისი ბუნება
- ISBN კოდი:
- ავტორი: ნიკოლაი ბერდიაევი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 26
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2257
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- ომის ბუნების შესახებ
- სისასტიკისა და ტკივილის შესახებ
- სიმართლისა და სამართლიანობის შესახებ ერთა ბრძოლაში
- მოძრაობა და უძრაობა ერების ცხოვრებაში
- ცხოვრებაზე კერძო და ისტორიული შეხედულების შესახებ
- შენიშვნები
- ნიკოლაი ბერდიაევის სხვა წიგნები
- წიგნები ამ თემაზე
გადაფურცვლა
სარჩევი
1. ომის ბუნების შესახებ
2. სისასტიკისა და ტკვილის შესახებ
3. სიმართლისა და სამართლიანობის შესახებ ერთა ბრძოლაში
4. მოძრაობა და უძრაობა ერების ცხოვრებაში
5. ცხოვრებაზე კერძო და ისტორიული შეხედულების შესახებ
6. შენიშვნები
7. ნიკოლაი ბერდიაევის სხვა წიგნები
8. წიგნები ამ თემაზე
ომის ბუნების შესახებ
I
არა ამ ომის შესახებ მსურს საუბარი, არამედ ომის შესახებ ზოგადად. რას წარმოადგენს ომი თავისთავად? როგორ გავიაზროთ იგი ფილოსოფიურად? ზედაპირული შეხედულებით ომი მატერიალური მასების გადაადგილება და შეჯახება, ფიზიკური ძალადობა, მკვლელობა, დამახინჯება. ჯოჯოხეთურ მექანიკურ იარაღთა მოქმედებაა. ისე ჩანს, თითქოს ომი სრული ჩაძირვაა მატერიაში და მას არაფერი აქვს საერთო სულთან. სულიერი ადამიანები ზოგჯერ თავისუფლად აქცევენ ზურგს ომს, როგორც რაღაც გარეშე-მატერიალურს, როგორც თავსმოხვეულ უცნობ ბოროტებას, რომელსაც შესაძლებელია და აუცილებელიც, რომ სულიერი ცხოვრების უმაღლეს სფეროებში გავერიდოთ.
მეორენი ომს უარყოფენ დუალისტური შეხედულებიდან, რომლის მიხედვით არსებობს სრულიად დამოუკიდებელი სფერო მატერიალურის, გარეგანის, იძულებითის, რომელიც დაპირისპირებულია და განცალკევებული სულიერის, შინაგანისა და თავისუფალისგან. მაგრამ ყოველივე მატერიალური გახლავთ მხოლოდ სიმბოლო და ნიშანი სულიერი სინამდვილისა, ყოველივე გარეგანი არის მხოლოდ შინაგანის მანიფესტაცია, ყველაფერი მაიძულებელი და მოძალადე არის მცდარად მიმართული თავისუფლება. ომის შინაგანად გააზრება შესაძლებელია მხოლოდ მონისტური და არა დუალისტური პოზიციიდან ანუ მასში იმის სიმბოლიკის დანახვით, რაც სულიერ სინამდვილეში ხდება. შეიძლება ითქვას, რომ ომი ზეცაში, ყოფიერების სხვა სფეროებში, სულიერ სიღრმეებში მიმდინარეობს, მატერიალურ სიბრტყეზე კი მხოლოდ გარეგნული ნიშნები მოჩანს იმისა, რაც სიღრმეში ხდება. ფიზიკური ძალადობა, რომელიც მკვლელობით სრულდება, არ გახლავთ რაღაც თავისთავად არსებული,...
ნიკოლაი ბერდიაევი
ნიკოლაი ბერდიაევი (18.03.1874-23.03.1948) - დიდი რუსი რელიგიური და პოლიტიკური ფილოსოფოსი, ეგზისტენციალიზმის წარმომადგენელი. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ევროპულ ფილოსოფიურ პროცესში. თანამშრომლობდა ისეთ აღიარებულ მოაზროვნეებთან, როგორებიც იყვნენ გაბრიელ მარსელი, ემანუელ მუნიე, ოსვალდ შპენგლერი და სხვები. გარდაიცვალა კლამარში, პარიზის მახლობლად.