მახასიათებლები
- სათაური: პატრონი
- ISBN კოდი:
- ავტორი: გოფრედო პარიზე
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 136
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2362
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
პატრონი;
რეკომენდებული წიგნები;
გადაფურცვლა
I
დღეს პირველად ვარ დიდ ქალაქში. აქ მე სამუშაო ვიშოვე. რა დასამალია, ცოტა აღელვებული ვარ. დღეის შემდეგ ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვლება; გუშინდლამდე ერთი სოფლელი ბიჭი ვიყავი, სადღაც გადაკარგულში ვცხოვრობდი, მშობლების ხარჯზე, არავითარი საარსებო წყარო არ გამაჩნდა. დღეს კი კაცი ვარ, სამუშაო მაქვს, თავის რჩენა შემიძლია. უფრო მეტსაც ვიტყვი, უკვე დაოჯახებაზეც ვფიქრობ. მოვა დრო და თქვენც გაგიმართავთ ხელს, ჩემო ძვირფასო მშობლებო!
მშობლიური ქალაქიდან თქვენი მოცემული ხუთასი ათასი ლირის ანაბარა წამოვედი. მოვუფრთხილდები, დავზოგავ, ვიცი, რა წვითა და დაგვით გაქვთ მონაგარი, ტყუილუბრალოდ არ გავანიავებ. ძვირფასო დედ-მამავ, მალე ალბათ ნახვასაც დაგიძვირებთ. ამასობაში გაჭაღარავდებით, ჩემზე ფიქრითა და ჩემი მომავლის რწმენით გასხივოსნებულ პირისახეზე სიბერე აშკარად დაგასვამთ თავის დაღს. ვიცი, რომ თქვენ მე უფრო გიყვარვართ, ვიდრე მე თქვენ, მაგრამ განა ეს ჩემი ბრალია, ასეთია ბუნების კანონი, შთამომავლობის კანონი. მთელი დღე მაინც თქვენზე ვფიქრობდი, მაგონდებოდა ჩვენი ქალაქი, დიდედა და პაპა, დეიდები და მამიდები, ყველა ჩემი ახლობელი, წარმომიდგება თქვენთან გატარებული წლები და თვალზე ცრემლი მადგება. გავართმევ კია სამუშაოს თავს, ან ამ ქალაქურ ცხოვრებას შევიფერებ? იქნებ ასეც მოხდეს! ღმერთმაც ქნას, ეს ლიტონი სიტყვები არ იყოს, საქმით დაგიმტკიცოთ, თქვენც მოესწროთ ჩემს წარმატებას და სიბერის ჟამს ნუგეშად მოგევლინოთ. დღეს დილასვე უნდა გამოვცხადებულიყავი ფირმაში და, რაღა თქმა უნდა, არ დავაყოვნე. ახლოს რომ მივედი, გულმა ბაგაბუგი დამიწყო. ფირმის შენობა ერთ პატარა, ძველ ქუჩაზე დგას; ასეთი შუკები ჩვენს ქალაქშიც ბევრია და თავი ლამის შინ მეგონა. ვერ დავიჯერე, რომ ამხელა სავაჭრო ფირმა ამ დუქნების, სახელოსნოებისა და ტრატორიების - ამ იაფფასიან სასაუზმეებისა და ქორვაჭართა უბანში იყო მიკუნჭული. მალე მივაგენი No 24 სახლსაც, მისამართზე რომ ეწერა, მაგრამ მაინც განვაგრძე გზა, ქუჩის ბოლომდე გავედი. ვიფიქრე, იქნება ფირმის შენობა სადღაც ამ სახლებს მიღმა დგას-მეთქი. მაგრამ არა, ძველი...
გოფრედო პარიზე
გოფრედო პარიზე (08.12.1929-31.08.1986) - იტალიელი მწერალი, ჟურნალისტი, სცენარისტი, ესსეისტი და პოეტი; 1965 წლის ვიარეჯოს პრიზის მფლობელი რომანისთვის „პატრონი“.