მახასიათებლები
- სათაური: პიესები
- ISBN კოდი:
- ავტორი: გიორგი ერისთავი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 4163
- რეიტინგი: 4.5
სარჩევი
გადაფურცვლა
სარჩევი
გაყრა
დავა
ძუნწი
გაყრა
კომედია
მოქმედნი პირნი:
თავადი ანდუყაფარ დიდებულიძე, ქვრივი.
პავლე - ძმა მისი.
ივანე - ძმა ანდუყაფარისა, რუსეთში გაზრდილი და ვარშავიდგან ახლად მოსული.
მაკრინე - ცოლი პავლესი.
ნინო - ქალი პავლესი.
მიკირტუმ გასპარიჩ ტრდატოვი - ვაჭარი, მეგობარი ანდუყაფარისა.
თათელა - ამისი ცოლი.
შუშანა - ქალი მიკირტუმასი.
რამაზ - სეკრეტარი სუდისა.
ბარძიმ - ნათესავი დიდებულიძეთა.
ბარამ - მოურავი ანდუყაფარისა.
კამისიონერი - ძმა თათელასი.
გაბრიელ - მსახური ივანესი.
ყარდაშვერდი - გოგო ნინოსი.
მედიატორები, სტუმრები და მსახურები.
მოქმედება - სოფელში.
მოქმედება პირველი
ოთახი გაულესავი. ფანჯარა, რომელიმე ქაღალდ გაკრული. ცალგვერდზედ დგას დიდი ტახტი
გამოსვლა პირველი
ანდუყაფარ
ანდუყაფარ ზის ტახტზე. მუთაქა უძევს კალთაში, ორის ხელით არის დაბჯენილი მუთაქაზედ. ფიქრობს
ანდუყაფარ
აი ოჯახის დაღუპვა, გვარის დამცირება! გაზარდეთ ყმაწვილები რუსეთში, კარგს რასმე
ჰსწავლობენ... აღარც ძმის სიყვარული, აღარც ნათესავისა. არც დედ-მამისა! ნეტავი დამეშავებინოს რამე
მაინცა... ოჯახი წავახდინე, ვალი ავიღე? აი ჩემი ოფლის სამაგიერო: სახლები არ ვარგაო. გამეყარე, ცალკე
უნდა ვიცხოვროვო! ოჰ! რა ცუდი დრო არის ოჯახებისათვის! ტყუილიღა არის, უნდა გავეყარო!..
გავეყარო? რაღა ვიქნები! აი თუ მტერი ნიშანს მომიგებს. (ოხრავს და იწმენდს ოფლსა)
ჰეი ოჯახო, კარგო ოჯახო,
შემდგომ გაყრისა ვის დავენახო!
ახ, ვეღარ დავცემ კარავსა მკაში,
უნდა ვიმალო მე მამითადში!
სად ვნახამ სამასს ნამგლის ტრიალსა,
ჰოპმის გუგუნსა, ყანის შრიალსა!
იათა-შვილის ერთი კიჟინი
თითქო არისო ცხენის ჭიხვინი!
მერყორე-შვილი გაცოფებული,
რვა...
გიორგი ერისთავი
გიორგი ერისთავი (1813–22.09.1864) – ქართველი დრამატურგი, პოეტი, ქართული თეატრის აღმაშენებელი, ქართული კრიტიკული რეალიზმის და ქართული კომედიოგრაფიის ერთ–ერთი შემოქმედი; არის ქართული პროფესიული თეატრისა და ლიტერატურული ჟურნალის "ცისკარის" დამაარსებელი.