მახასიათებლები
- სათაური: პრაქტიკული გონების კრიტიკა
- ISBN კოდი:
- ავტორი: იმანუელ კანტი
- გამომცემელი: ბიბლიო
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 133
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2105
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- წინასიტყვაობა
- შესავალი. პრაქტიკული გონების კრიტიკის იდეის შესახებ
- პრაქტიკული გონების კრიტიკის პირველი ნაწილი. წმინდა პრაქტიკული გონების ელემენტთმოძღვრება
- წიგნი I. წმინდა პრაქტიკული გონების ანალიტიკა
- პირველი თავი. წმინდა პრაქტიკული გონების პრინციპთა შესახებ
- მეორე თავი. წმინდა პრაქტიკული გონების საგნის ცნების შესახებ
- მესამე თავი. წმინდა პრაქტიკული გონების მამოძრავებელი ზამბარების შესახებ
- წიგნი II. წმინდა პრაქტიკული გონების დიალექტიკა
- პირველი თავი. წმინდა პრაქტიკული გონების დიალექტიკის შესახებ საერთოდ
- მეორე თავი. წმინდა გონების დიალექტიკის შესახებ „უმაღლესი სიკეთის“ ცნების განსაზღვრაში
- დასკვნა
- შენიშვნები
გადაფურცვლა
სარჩევი
წინასიტყვაობა
შესავალი. პრაქტიკული გონების კრიტიკის იდეის შესახებ
პრაქტიკული გონების კრიტიკის პირველი ნაწილი. წმინდა პრაქტიკული გონების ელემენტთმოძღვრება
წიგნი I. წმინდა პრაქტიკული გონების ანალიტიკა
პირველი თავი. წმინდა პრაქტიკული გონების პრინციპთა შესახებ
მეორე თავი. წმინდა პრაქტიკული გონების საგნის ცნების შესახებ
მესამე თავი. წმინდა პრაქტიკული გონების მამოძრავებელი ზამბარების შესახებ
წიგნი II. წმინდა პრაქტიკული გონების დიალექტიკა
პირველი თავი. წმინდა პრაქტიკული გონების დიალექტიკის შესახებ საერთოდ
მეორე თავი. წმინდა გონების დიალექტიკის შესახებ „უმაღლესი სიკეთის“ ცნების განსაზღვრაში
დასკვნა
შენიშვნები
წინასიტყვაობა
წინამდებარე განმარტება საკმარისად განმარტავს, თუ რატომ ჰქვია მას არა წ მ ი ნ დ ა (reine) პრაქტიკული გონების კრიტიკა, არამედ, უბრალოდ, კრიტიკა პრაქტიკული გონებისა საზოგადოდ, თუმცა პარალელიზმი პრაქტიკულსა და სპეკულაციურ გონებას შორის, თითქოს, პირველ სათაურს უფრო მოითხოვს. ეს გამოკვლევა მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ წმინდა პ რ ა ქ ტ ი კ უ ლ ი გონება ა რ ს ე ბ ო ბ ს; ამ მიზნით ვახდენთ მთელი მისი პ რ ა ქ ტ ი კ უ ლ ი უნარის კრიტიკულ შემოწმებას. თუ ეს საქმე გამოგვივა, მაშინ აღარ დაგვჭირდება თ ვ ი თ წ მ ი ნ დ ა უ ნ ა რ ი ს (reines Vermögen) კრიტიკა იმის გასარკვევად, ხომ არ გასცდება პრაქტიკული გონება თავისი ამგვარი უნარით, რომელიც მხოლოდ პრეტენზიაა და სხვა არაფერი, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებს (როგორც ეს მოსდის სპეკულაციურ გონებას). თუ იგი, როგორც წმინდა გონება, მართლა პრაქტიკულია, მაშინ ის საქმით დაამტკიცებს თავისი თავისა და საკუთარ ცნებათა რეალობას, რაც ამაოს ხდის ყოველ ბრძნობას მისი არსებობის შესაძლებლობის წინააღმდეგ.
ამ უნართან ერთად მყარ საფუძველს იძენს ტრანსცენდენტალური თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ი ს (Freiheit) არსებობაც, კერძოდ, ამ სიტყვის იმ აბსოლუტური მნიშვნელობით, რა მნიშვნელობითაც ის დასჭირდა სპეკულაციურ გონებას მიზეზობრიობის...
იმანუელ კანტი
იმანუელ კანტი (22.04.1724-12.02.1804) - გერმანელი ფილოსოფოსი, თანამედროვე აზროვნების ცენტრალური ფიგურა. მის შეხედულებებს დღვანდელ დღემდე დიდი გავლენა აქვთ მეტაფიზიკაზე, ეპისტემოლოგიაზე, ეთიკაზე, პოლიტიკურ თეორიასა და ესთეტიკაზე.