მახასიათებლები
- სათაური: ქრისტიანობის არსება (ნაწილი მეორე)
- ISBN კოდი:
- ავტორი: ლუდვიგ ფოიერბახი
- გამომცემელი: ბიბლიო
- გამოცემის თარიღი: 2021
- ენა: ქართული
- გვერდები: 146
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1053
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- მეორე ნაწილი. რელიგიის არაჭეშმარიტი, ესე იგი თეოლოგიური არსება
- თავი მეოცე. რელიგიის არსებითი თვალსაზრისი
- თავი ოცდამეერთე. წინააღმდეგობა ღმერთის არსებობაში
- თავი ოცდამეორე. წინააღმდეგობა ღმერთის გამოცხადებაში
- თავი ოცდამესამე. წინააღმდეგობა ღმერთის არსებაში საერთოდ
- თავი ოცდამეოთხე. წინააღმდეგობა სპეკულატურ ღვთისმეტყველებაში
- თავი ოცდამეხუთე. წინააღმდეგობა სამებაში
- თავი ოცდამეექვსე. წინააღმდეგობა საიდუმლოებებში
- თავი ოცდამეშვიდე. რწმენისა და სიყვარულის წინააღმდეგობა
- თავი ოცდამერვე. დასკვნა
- დამატება. განმარტებანი, შენიშვნები, ციტატები
- შენიშვნები
გადაფურცვლა
სარჩევი
მეორე ნაწილი. რელიგიის არაჭეშმარიტი, ესე იგი თეოლოგიური არსება
თავი მეოცე. რელიგიის არსებითი თვალსაზრისი
თავი ოცდამეერთე. წინააღმდეგობა ღმერთის არსებობაში
თავი ოცდამეორე. წინააღმდეგობა ღმერთის გამოცხადებაში
თავი ოცდამესამე. წინააღმდეგობა ღმერთის არსებაში საერთოდ
თავი ოცდამეოთხე. წინააღმდეგობა სპეკულატურ ღვთისმეტყველებაში
თავი ოცდამეხუთე. წინააღმდეგობა სამებაში
თავი ოცდამეექვსე. წინააღმდეგობა საიდუმლოებებში
თავი ოცდამეშვიდე. რწმენისა და სიყვარულის წინააღმდეგობა
თავი ოცდამერვე. დასკვნა
დამატება. განმარტებანი, შენიშვნები, ციტატები
შენიშვნები
მეორე ნაწილი. რელიგიის არაჭეშმარიტი, ესე იგი თეოლოგიური არსება
თავი მეოცე. რელიგიის არსებითი თვალსაზრისი
რელიგიის არსებითი თვალსაზრისი პრაქტიკული, ე. ი. აქ სუბიექტური თვალსაზრისია. რელიგიის მიზანია ადამიანის კეთილდღეობა, ხსნა, ნეტარება; ადამიანის მიმართება ღმერთისადმი სხვა არა არის რა, თუ არა მისი მიმართება მისივე ხსნისადმი: ღმერთი არის სულის განხორციელებული ხსნა, ანუ შეუზღუდველი ძალა ადამიანის ხსნის, ნეტარების განსახორციელებლად[1]. ქრისტიანული რელიგია სხვა რელიგიებისაგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ არც ერთი სხვა რელიგია ისე დაბეჯითებით არ წამოსწევს წინ ადამიანის ხსნას, როგორც ქრისტიანული რელიგია. ამიტომაც მას ეწოდება არა ღვთისმეტყველება, ღვთის შესახებ მოძღვრება, არამედ ხსნისმეტყველება, ხსნის შესახებ მოძღვრება. მაგრამ ეს ხსნა არ არის ამქვეყნიური, ე. ი. მიწიერი ბედნიერება და კეთილდღეობა. პირიქით, უღრმესი, უჭეშმარიტესი ქრისტიანები ამბობდნენ, რომ მიწიერი ბედნიერება ადამიანს ღმერთისგან აშორებს, ამქვეყნიური უბედურება, ტანჯვა-წამებანი, ავადმყოფობანი ადამიანს ისევ ღმერთს უბრუნებენ და ამიტომ ქრისტიანისათვის მხოლოდ ისინია შესაფერი[2]. რატომ? იმიტომ რომ უბედურებაში ადამიანი მხოლოდ პრაქტიკულად...