მახასიათებლები
- სათაური: ქრისტიანობის არსების შესახებ
- ISBN კოდი:
- ავტორი: ლუდვიგ ფოიერბახი
- გამომცემელი: ბიბლიო
- გამოცემის თარიღი: 2021
- ენა: ქართული
- გვერდები: 12
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 864
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
ლუდვიგ ფოიერბახი - „ქრისტიანობის არსების“ შესახებ „ერთადერთი და მისი საკუთრებასთან“ დაკავშირებით
Ludwig Feuerbach - Über das “Wesen des Christentums” in Beziehung auf den “Einzigen und sein Eigentum”
„ფოიერბახი, - ამბობს „ერთადერთი“, - გვაძლევს მხოლოდ თეოლოგიურ განთავისუფლებას თეოლოგიისა და რელიგიისაგან; ის აუქმებს, სპობს, ხსნის მხოლოდ ღმერთს, სუბიექტს, მაგრამ სტოვებს ღვთაებრივს, ღმერთის პრედიკატებს ხელშეუხებლად სტოვებს“. უდავოდ ხელშეუხებლად სტოვებს და ინარჩუნებს იგი მათ, მაგრამ მან ისინი უხდა დატოვოს და შეინარჩუნოს კიდევაც, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ შეინარჩუნებდა თვით ბუნებასა და ადამიანსაც კი; რადგან ღმერთი არის ყველა რეალობისაგან, ე. ი. ბუნებისა და ადამიანობის პრედიკატებისაგან შემდგარი არსება: ღმერთია სინათლე, სიცოცხლე, ძალა, ღონე, მშვენიერება, არსება, გონება, ცნობიერება, სიყვარული, მოკლედ, ყველაფერი. ამრიგად, რაღა რჩება, თუ გავაუქმებთ და არ დავტოვებთ ღმერთის პრედიკატებსაც? მაგრამ რატომ არის, რომ რაღაც საერთოდ უნდა დარჩეს? ფოიერბახის რელიგიურობის, „შებოჭილობის“ ნიშანი ხომ სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ იგი ჯერ კიდევ მაინც გატაცებულია რაღაც „საგნით“, რომ მას ჯერ კიდევ რაღაც სურს, რაღაც უყვარს, - ეს იმის ნიშანია, რომ ის ჯერ კიდევ არ აღზევებულა „ეგოიზმის“ აბსოლუტურ იდეალიზმამდე. „მე ჩემი საქმე არარაობაზე დავაყენე, ქვეყნად ყველაფერი არარაა ჩემთვის“, - გალობს „ერთადერთი“. მაგრამ ხომ არ არის არარაობაც აგრეთვე ღმერთის პრედიკატი, ხომ არ არის აგრეთვე დებულება: ღმერთი არის არარაობა, რელიგიური ცნობიერების ერთ-ერთი გამოთქმა[1]? მაშასადამე, „ეგოისტმაც“ თავისი საქმე ღმერთზე ააგო! ამრიგად, ისიც ეკუთვნის ჯერ კიდევ „ღვთისმორწმუნე ათეისტების“ რიცხვს!
***
მაგრამ როგორ სტოვებს ფოიერბახი პრედიკატებს? ამაშია საქმე. იმ სახით, როგორც ისინი არიან ღმერთის პრედიკატები? არა! იმ სახით, როგორც ისინი წარმოადგენენ ბუნებისა და ადამიანობის, კაცობრიობის პრედიკატებს - ბუნებრივი, ადამიანური თვისებების სახით. როდესაც ისინი ღმერთიდან ადამიანში გადაგვაქვს, ისინი ამით კარგავენ...