მახასიათებლები
- სათაური: ქცევის ფსიქოლოგია
- ISBN კოდი:
- ავტორი: დიმიტრი უზნაძე
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 71
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 5332
- რეიტინგი: 4.3
სარჩევი
- იმპულსური ქცევა
- ნებელობა
- ნებელობის აქტის შესრულება
- გადაწყვეტილების აქტი
- ნებელობის სიმტკიცის საკითხი
- მოტივაცია - ნებელობის აქტის წინა პერიოდი
- ნებელობის პათოლოგია
- აქტიობის სხვა სახეები
- აქტიობის ონტოგენეტური განვითარება
- ხასიათი
გადაფურცვლა
იმპულსური ქცევა
1. ცოცხალი არსება და ვიტალური მოთხოვნილება
ცოცხალი არსებისთვის არაფერი ისე სპეციფიკური არაა, როგორც ის გარემოება, რომ მას მოთხოვნილებები აქვს და რომ ამათ დასაკმაყოფილებლად თვითონ უნდა იზრუნოს. ეს იმას ნიშნავს, რომ მისთვის აქტიობაა დამახასიათებელი, ესე იგი, გარესინამდვილესთან გარკვეული ურთიერთობის დამყარება, რომლის გარეშეც, რასაკვირველია, არცერთი მოთხოვნილების დაკმაყოფილება არ შეიძლება. უდაოა, სიცოცხლის მთელ შინაარსს არსებითად ეს აქტიობა შეადგენს, და მის გარეშე სიცოცხლეზე ლაპარაკი უადგილო იქნებოდა. აქედან ნათელია, რომ მოთხოვნილების ცნებას სრულიად განსაკუთრებული ადგილი ეკუთვნის ყოველს მეცნიერებაში, რომელსაც ცოცხალი არსების გაგება აქვს მიზნად დასახული, კერძოდ და განსაკუთრებით ფსიქოლოგიაში.
მოთხოვნილება აქტიობის წყაროა: იქ, სადაც არავითარი მოთხოვნილება არ არსებობს, იქ არც აქტიობაზე შეიძლება ლაპარაკი.
ამ აზრით მოთხოვნილების ცნება ძლიერ ფართო ცნებაა. იგი ყველაფერს ეხება, რაც ცოცხალი ორგანიზმისთვის საჭიროებას წარმოადგენს, მაგრამ რაც ამჟამად მის განკარგულeბაში არაა.
ხოლო რა შეიძლება იყოს საჭირო ცოცხალი ორგანიზმისთვის, რისი უქონლობა შეიძლება მან დანაკლისად განიცადოს, ეს ორგანიზმის განვითარების დონეზეა დამოკიდებული. მოთხოვნილება ვითარდება და არავისთვის არაა სადაო, რომ ადამიანს, განვითარების დღევანდელ საფეხურზე, მრავალი ისეთი მოთხოვნილება აქვს, რის მსგავსიც არა თუ ცხოველს, არამედ კულტურული განვითარების პრიმიტულ საფეხურზე მდგომ ადამიანსაც არ გააჩნია.
მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს ზოგიერთი მოთხოვნილება, რომლის გარეშეც არცერთ ცოცხალ ორგანიზმს, განვითარების რა საფეხურზედაც უნდა იდგეს იგი, არსებობა არ შეუძლია. ეს ის მოთხოვნილებებია, რომელნიც თვითონ სიცოცხლის ძირითად პროცესებთან - კვებასთან და გამრავლებასთან - არიან დაკავშირებულნი და, მაშასადამე, ძირითადს ვიტალურს ან წმინდა ბიოლოგიურ მოთხოვნილებებს წარმოადგენენ. კვების მოთხოვნილება, ზრდის მოთხოვნილება,...
დიმიტრი უზნაძე
დიმიტრი უზნაძე (02.12.1886-09.10.1950) - ქართველი ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი.