მახასიათებლები
- სათაური: რამოს ძმისწული
- ISBN კოდი:
- ავტორი: დენი დიდრო
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 58
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1214
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
დენი დიდრო - რამოს ძმისწული
Denis Diderot - Le Neveu de Rameau
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ქეთევან ირემაძეს
iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
Vertumnis, quotquot sunt, natus iniquis.
Horat. Sermon. lib. II, Sat 7, p. 14.
როგორი დარიც უნდა იდგეს, - კარგი თუ ცუდი, - საღამო ჟამს ხუთ საათზედ მე ჩვეულებრივ პალე რუალისაკენ[1] მივემართები სასეირნოდ. ყოველთვის მხედავენ განმარტოებულს, არჟანსონის მერხზედ[2] ჩამომჯდარს, დანთქმულს ფიქრებში. ვზივარ და ვესაუბრები ჩემს თავს პოლიტიკასა, სიყვარულსა, გემოვნებასა, ანდა ფილოსოფიაზედ; ვაძლევ ჩემს გონებას უსაზღვრო თავისუფლებას; ვაძლევ მას ნებას დაედევნოს პირველ შეხვედრილ იდეას, გონიერსა თუ უგუნურს, იმ ახალგაზრდა გარყვნილთა მსგავსად, რომლებიც დასდევენ დე-ფუას ხეივანში მსუბუქი ყოფაქცევის ქალს - ქარაფშუტა გარეგნობით, მომცინარე სახით, მკვირცხლი თვალებით და აფშეკილი ცხვირით; სტოვებენ ერთს, რათა დაედევნონ მეორეს, ყველას ეპოტინებიან და მტკიცედ არც ერთს არ უკავშირდებიან. ჩემი აზრები ჩემი მსუბუქი ყოფაქცევის ქალები არიან.
როდესაც ცივა, ანდა ძლიერ წვიმს, თავშესაფარს რეჟანსის ყავახანაში ვეძებ, შევყურებ ჭადრაკის თამაშს და თავს იმით ვირთობ. პარიზი - უბადლო ადგილია მსოფლიოში, ხოლო რეჟანსის ყავახანა - პარიზში ერთადერთი ადგილია, საცა ყველაზე უკეთ თამაშობენ ჭადრაკს. სწორედ რეისთან[3] იღწვიან ღრმა მოაზროვნე ლეგალი, ცბიერი ფილიდორი, დარბაისელი მაიო; იქ შეიძლება ნახოთ ყველაზე განსაცვიფრებელი სვლები და მოისმინოთ მრავალი...