მახასიათებლები
- სათაური: რელიგიის არსება
- ISBN კოდი:
- ავტორი: ლუდვიგ ფოიერბახი
- გამომცემელი: ბიბლიო
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 39
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1397
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
1[1]
არსება, რომელიც განსხვავებული და დამოუკიდებელია ადამიანური არსებისაგან ანუ ღმერთისაგან, რაზედაც „ქრისტიანობის არსება“ მოგვითხრობს, - არსება ადამიანური არსების, ადამიანური თვისებების, ადამიანური ინდივიდუალობის გარეშე, - სინამდვილეში ჭეშმარიტად სხვა არა არის რა, თუ არა ბუნება[2].
2
ადამიანის დამოკიდებულების გრძნობა შეადგენს რელიგიის საფუძველს; მაგრამ ამ დამოკიდებულების გრძნობის საგანი, ის, რომლისაგანაც ადამიანი დამოკიდებულია და თავს დამოკიდებულად გრძნობს, თავდაპირველად, იმთავითვე სხვა არა არის რა, თუ არა ბუნება. ბუნება არის რელიგიის პირველი, თავდაპირველი საგანი, როგორც ამას სავსებით ადასტურებს ყველა რელიგიისა და ყველა ხალხის ისტორია.
3
ის მტკიცება, თითქოს რელიგია ადამიანისათვის თანდაყოლილი და ბუნებრივი რამ იყოს, შემცდარია, რელიგიას საერთოდ თეიზმის წარმოდგენებს, ე. ი. საკუთრივ ღმერთის რწმენას შეაპარებენ; მაგრამ ეს მტკიცება სრულიად მართალია, თუ რელიგიას გავიგებთ როგორც მხოლოდ დამოკიდებულების გრძნობას, ადამიანის იმ გრძნობას ან შეგნებას, რომ იგი არ არსებობს და არც შეუძლია არსებობა სხვა, მისგან განსხვავებული არსების გარეშე, რომ იგი თავის არსებობას თავის თავს როდი უმადლის. ამ აზრით რელიგია ადამიანისათვის ისევე მახლობელი რამ არის, როგორც სინათლე თვალისათვის, ჰაერი ფილტვებისათვის, საჭმელი კუჭისათვის. რელიგია არის დადასტურება, გულისხმიერება და აღიარება იმისა, რაც ვარ მე. მაგრამ მე, უწინარეს ყოვლისა, ისეთი არსება ვარ, რომელსაც არ შეუძლია არსებობა უსინათლოდ, უჰაეროდ, უწყლოდ, უმიწოდ, უსაჭმელოდ, რომელიც დამოკიდებულია ბუნებაზე. ეს დამოკიდებულება ცხოველში და ცხოველურ ადამიანში არაცნობიერია, გაუაზრებელი, მოუფიქრებელი; მისი შეგნება, ცნობიერებამდე აყვანა, მისი წარმოდგენა, გულისხმისყოფა, აღიარება ნიშნავს რელიგიამდე მისვლას. ასე, მაგალითად, ყოველი სიცოცხლე დამოკიდებულია წელიწადის დროთა ცვლაზე; მაგრამ მხოლოდ ადამიანი აღნიშნავს ზეიმით ამ ცვლას დრამატიული წარმოდგენებითა და საზეიმო-სადღესასწაულო...