მახასიათებლები
- სათაური: როგორ მოვიზიდოთ ფული
- ISBN კოდი: 978-9941-8-1832-5
- ავტორი: ჯოზეფ მერფი
- გამომცემელი: Pega
- გამოცემის თარიღი: 2019
- ენა: ქართული
- გვერდები: 80
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 645
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- იყოთ მდიდარი - თქვენი განუყოფელი უფლებაა
- გზა სიმდიდრისკენ
გადაფურცვლა
ჯოზეფ მერფი
როგორ მოვიზიდოთ ფული
გამომცემლობა „პეგა“
თბილისი - 2019
UDC(უაკ): 159.9
მ-57
ჯოზეფ მერფი - როგორ მოვიზიდოთ ფული, გამომცემლობა „პეგა“, თბილისი, 2019, 80 გვ.
გამოჩენილი ამერიკელი მწერლის, ფილოსოფოსის, ფსიქოლოგის, მასწავლებლის ჯოზეფ მერფის ამ წიგნში მოყვანილია ქვეცნობიერებაზე ზემოქმედების გზით ფულის და მატერიალური კეთილდღეობის მოზიდვის ხერხები. ავტორი გვიხსნის, რომ ფულს არ უნდა ვეკიდებოდეთ, როგორც რაღაც ბინძურს და ხელის ჭუჭს, არამედ უბრალოდ გაცვლის ერთეულად უნდა ჩავთვალოთ, ვინაიდან ფულისადმი უარყოფითი დამოკიდებულება არასდროს მოიტანს მატერიალურ კეთილდღეობას და წარმატებას. მოყვანილია ბევრი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეძლეს კონკრეტულმა ადამიანებმა მატერიალური კეთილდღეობის და წარმატების მიღწევა ქვეცნობიერებაზე სწორი ზემოქმედების გზით. ამასთან დაკავშირებით ასევე მოყვანილია ნაწყვეტები წმინდა წერილიდან და ახსნილია მათი მნიშვნელობა.
წიგნი დაწერილია მარტივი და გასაგები ენით და განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისთვის.
მთარგმნელი: ნინა თურმანიძე
რედაქტორი: აკადემიკოსი თამაზ თურმანიძე
© საავტორო უფლებები დაცულია
ISBN 978-9941-8-1832-5
სარჩევი
იყოთ მდიდარი - თქვენი განუყოფელი უფლებაა
გზა სიმდიდრისკენ
იყოთ მდიდარი - თქვენი განუყოფელი უფლებაა
თქვენ სრული უფლება გაქვთ იყოთ მდიდარი, არაფერი გაკლდეთ, ასხივებდეთ ბედნიერებას და წარმატებას. ფული გვჭირდება იმისთვის, რომ განვთავისუფლდეთ სიღარიბისა და შეზღუდულობის ტვირთისგან.
სიღარიბე სინამდვილეში სათნოება არ არის. იგი გონებრივი აშლილობის მსგავსია, რომლის მკურნალობაც საჭიროა ზუსტად ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა დაავადების მკურნალობა. ჩვენ მოვევლინეთ ამ ქვეყანას იმისთვის, რომ აღმოვაჩინოთ საკუთარი შესაძლებლობები და ტალანტები, ასევე გავიზარდოთ და განვვითარდეთ არა...
ჯოზეფ მერფი
ჯოზეფ მერფი (1898-1981) – ირლანდიური წარმოშობის ამერიკელი მწერალი, მქადაგებელი, ლექტორი, რომელსაც დაწერილი აქვს წიგნები თვითშთაგონების ძალის და ადამიანის გონების მეტაფიზიკური უნარების შესახებ.