მახასიათებლები
- სათაური: შეშლილის ჩანაწერები
- ISBN კოდი: 978-9941-8-2767-9
- ავტორი: ოშო
- გამომცემელი: ჩემი გამომცემლობა
- გამოცემის თარიღი: 2021
- ენა: ქართული
- გვერდები: 140
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1542
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- შესავალი
- შეშლილის ჩანაწერები
- ადამიანის სიტყვები უსიტყვიდ
- დხარმა ჯიოტი
გადაფურცვლა
ოშო - შეშლილის ჩანაწერები
სარჩევი
შესავალი
შეშლილის ჩანაწერები
ადამიანის სიტყვები უსიტყვოდ
დხარმა ჯიოტი
შესავალი
თითოეულ ჩვენგანში, სიღრმისეულად, არსებობს რაღაც, რასაც სურს ვნებიანად შეხება, ის, რაც გააღვიძებს ოცნებისკენ მავალ ჩვენს არსებას, რთულად წარმოსადგენს, მაგრამ სრულ რეალობას. ეს ოცნება სახლის ძიებასთან არის დაკავშრებული.
ამ მცირე წიგნის გვერდებზე, თქვენ შეხვდებით გასხივოსნებულ ოსტატს, ბრახვან შრი რაჯნიშს. ის გვეუბნება, რომ ჩვეულებრივი ადამიანია, ისეთივე, როგორც ჩვენ, მხოლოდ ერთი განსხვავებით. მისი სახლის ძიება დასრულებულია: მან გამოიღვიძა. ასევე, ბრახვანი ამბობს, რომ მან თავისი სიცოცხლე მიუძღვნა იმას, რომ დახმარებოდა სხვებს გამოღვიძების სიხარულის განცდაში.
ორიოდე სიტყვა ავტორზე:
შრი რაჯნიში დაიბადა კაჩვადში, შტატ მადხია პრადეშში, ინდოეთში, 1931 წლის 11 დეკემბერს. ადრეული ასაკიდან ის თავისუფლების მოყვარე და მეამბოხე სულის იყო, ეჭვქვეშ აყენებდა ყველასთვის აღიარებულ რელიგიას, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ტრადიციებს და ცდილობდა ჭეშმარიტება გაეაზრებინა თავისებურად იმის მაგივარად, რომ შეეგროვებინა ცოდნა და ეწამა ის, რაც სხვებს სწამდათ. 21 წლის ასაკში, 1953 წლის 21 მარტს, შრი რაჯნიში გასხივოსნებული გახდა. მაშინ მან თქვა: „მე უკვე აღარაფერს ვეძებ. არსებობამ გამიღო ყველა კარი, მე ისიც კი არ შემიძლია ვთქვა, რომ არსებობას ვეკუთვნი, რადგან მისგან განუყოფელი ვარ... როცა იშლება ყვავილი, მე მასთან ერთად ვიშლები. როცა ამოდის მზე, მე ამოვდივარ მასთან ერთად. ჩემში აღარ არის ეგო, რომელსაც ადამიანები ჩაკეტილი ჰყავს. ჩემი სხეული ბუნების ნაწილი გახდა, ჩემი არსებობა გახდა ერთი მთლიანის ნაწილი. მე შევწვიტე ცალკე არსებად ყოფნა“.
მან დაამთავრა უნივერსიტეტი საგარში უმაღლესი შეფასებით ფილოსოფიაში. სტუდენტობის დროს იყო ჩემპიონი სრულიად ინდოეთის დისპუტების შეჯიბრში, მას ოქროს მედალი მიაკუთვნეს. ქალაქ ჯაბალპურის უნივერსიტეტში ფილოსოფიის პროფესორად...