iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

ინდივიდუალური ფსიქოლოგია

ალფრედ ადლერი

წინამდებარე მოხსენებაში ალფრედ ადლერი მოკლე მონახაზს აკეთებს შეხედულებისა, რომელიც ინდივიდუალური ფსიქოლოგიის მისეულ კონცეფციას დაედო საფუძვლად.

1.00ლარი

ცხოვრების მეცნიერება

ალფრედ ადლერი

"ცხოვრების მეცნიერება" იკვლევს ინდივიდუალურ ფსიქოლოგიას, როგორც დამოუკიდებელ მეცნიერებას და მის სხვადასხვა ასპექტებს განიხილავს ყოველდღიურ ცხოვრებისეულ მოვლენებთან მიმართებით, როგორიცაა სიყვარული, ქორწინება, სექსი, ბავშვთა აღზრდა და სხვა, ამ ყველაფერს კი არასრულყოფილებისა და უპირატესობის კომპლექსების ჭრილში აკეთებს. "ცხოვრების მეცნიერება" - ესაა ფუძემდებლური ტექსტი ფსიქოანალიზის ისტორიაში.

3.33ლარი

ნების თავისუფლებისთვის

ართურ შოპენჰაუერი

ამ თხზულებამ, რომელიც 1839 წელს არის შექმნილი, მის ავტორს საერთაშორისო აღიარება მოუპოვა. ნების თვისუფლების მისეული ბრწყინვალე და ელეგანტური განმარტება ამ ნაწარმოებს დასავლეთევროპული ფილოსოფიის კლასიკად აქცევს.

3.33ლარი

ნევროტიკოს ქალთა მამაკაცური მიდგომის შესახებ

ალფრედ ადლერი

"ნევროტიკოს ქალთა მამაკაცური მიდგომის შესახებ" - ესაა ნაკვეთი ადლერის ვრცელი ნაშრომიდან "ინდივიდუალური ფსიქოლოგიის თეორია და პრაქტიკა", რომელშიც ავტორი ქალების მიერ საკუთარი როლიდან გადახვევისა და "მამაკაცურის" არჩევის მიზეზებს იკვლევს,

1.99ლარი

ცხოვრების ამაოებისა და ვაების შესახებ

ართურ შოპენჰაუერი

"ცხოვრების ამაოებისა და ვაების შესახებ" 46-ე თავია შოპენჰაუერის მთავარი ნაშრომისა "სამყარო, ვითარცა ნება და წარმოდგენა", სადაც ავტორი ყოფნასთან, არსებობასთან შედარებით არყოფნის უპირატესობის შეხედულებას აყალიბებს. ნიშანდობლივი ციტატა: "დევიდ იუმის თითოეული გვერდი იმაზე მეტს გვეუბნება, რასაც ჰეგელის, ჰერბარტისა და შლაიერმახერის ერთად აღებულ ფილოსოფიურ თხზულებათა სრული კრებულები".

1.99ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

ოშო მკითხველს მოუწოდებს, ახალი თვალით შეხედოს ცხოვრებას, გათავისუფლდეს სტერეოტიპული აზროვნებისგან, რომელიც ადამიანს აჯაჭვებს, ხელს უშლის, ცხოვრებისგან მიიღოს სიამოვნება. „მე არ ვარ ღმერთის წინააღმდეგი, - ამბობს ოშო. - მე მას ყველგან ვეძებდი და, აი, რა აღმოვაჩინე: ის არსად არ არის. მე ვეძებდი შიგნითაც და გარეთაც, მე ყველაფერს ვაკეთებდი, რაც შემეძლო. ღმერთი არ არის. ეს უბრალო კონსტატაციაა ფაქტის, სიბრაზის, მტრობის გარეშე. რისი გაკეთება შემიძლია, თუ ის არ არსებობს?! მე არ ვარ დამნაშავე“.

ოშო რაჯნიშის "ზარატუსტრა: მოცინარი წინასწარმეტყველი" ფრიდრიხ ნიცშეს "ასე იტყოდა ზარატუსტრასთან" დაკავშირებული საუბრებია, როგორც წინა ორი წიგნი "ზარატუსტრა: გზა აღმასვლისკენ" და "ზარატუსტრა: მოცეკვავე ღმერთი"

ოშო რაჯნიშის წიგნში "ზარატუსტრა: მოცეკვავე ღმერთი" საუბრებია ნიცშეს "ასე იტყოდა ზარატუსტრას" მოტივებზე.

წიგნი – „რა არის მედიტაცია?“ – შედგება ოშოს ორი მცირე ზომის წიგნისგან, „ცნობიერება და მედიტაცია“ და „რა არის მედიტაცია?“. წიგნში საუბარია მედიტაციის მნიშვნელობაზე, მის როლზე პიროვნულ განვითარებაში, შესაძლებლობებზე. წიგნში ავტორის მიერ მოყვანილია მედიტაციის 39 მნიშვნელობა, როგორიცაა შემოქმედება, მეცნიერება, მდუმარება, თავისუფლება, მოწიფულობა, შემთვისებლობა, სიცხადე, გაწმენდა, გაცნობიერება, გაგება, ერთიანობა, ტრანსფორმაცია და ა.შ.

ოშოს "ზარატუსტრა:გზა აღმასვლისაკენ" - საუბრები ფრიდრიხ ნიცშეს წიგნზე „ასე იტყოდა ზარატუსტრა“. ეს არის წიგნი, რომელსაც ადამიანების მხოლოდ ერთი პროცენტი გაიგებს, მხოლოდ ის ვინც უზომოდ გონიერი და ჭკვიანია. მხოლოდ მათ შეუძლიათ ამ წიგნის გაგება, ისევე, როგორც ნიცშეს „ასე იტყოდა ზარატუსტრა“ ვერ გაიგო ადამიანთა უმრავლესობამ. ვფიქრობ, რომ ზუსტად ასე ვერ ჩასწვდება ამ წიგნსაც ბევრი, თუმცა რომ გაიგოს და გაიაზროს ამ წიგნის შინაარსი, რთული და გაცნობიერებული გზა უნდა გამოიაროს. და რაც მთავარია: ძალიან ნაკითხი უნდა იყოს.

წიგნის რედაქტორია ინგა გამსახურდიშვილი. საუბრები ჩატარდა რაჯნიშის საერთაშორისო მისტიციზმის უნივერისტეტის მიერ გაუტამა ბუდას აუდიტორიაში, პუნა, ინდოეთი.

ამ წიგნში შესულია ოშოს საუბრები "შეშლილის ჩანაწერები" და "ადამიანის სიტყვები უსიტყვოდ", მეორე ნაწილში კი ოშოს მოწაფისა და სანიასინის დხარმა ჯიოტის დღიურებია სათაურით "ათი ათასი ბუდა", სადაც ჯიოტი ოშოს ცხოვრებას აღწერს. წიგნის რედაქტორია ირმა კახურაშვილი.

წინამდებარე ნაშრომით დიდი გერმანელი ჰუმანისტი უპირისპირდება ენის წარმოშობის XVIII საუკუნეში გავრცელებულ თეორიებს, კერძოდ, "ღვთიური" წარმოშობის საღვთისმეტყველო თეორიასა და ენის წარმოშობას "საზოგადოებრივი შეთანხმების" საფუძველზე. ჰერდერი ენას განიხილავს, როგორც ადამიანის ცნობიერების განუყრელ თვისებას.

ოშოს ბევრი მიმდევარი ჰყავს, ზოგი რას ლაპარაკობს მასზე და ზოგი რას... მე კი ხანდახან ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი ან მართლა არა ამქვეყნიური იყო, ან არადა წინასწარმეტყველი. ის, რასაც ამ წიგნში ლაპარაკობს, თავადაც გადამხდენია და მიგრძვნია: სხეულიდან გამოსვლა, ის შეგრძენები რასაც სულის სხეულიდან გამოყოფას მოსდევს და ა.შ. ის, რაზეც “სიცოცხლესა და სიკვდილში” ლაპარაკობს, გასული საუკუნის 50-იანი წლებისთვის სრულიად წარმოუდგენელი რამაა, სინჯარის ბავშვები, “ტრიდე” ფილმები და ა.შ. თუ წლების განმავლობაში ეს ყველაფერი რეალობა გახდა, სულ რაღაც ერთ საუკუნეზე მცირე დროში, მაშინ სავარაუდოდ, მასში მოყვანლი სხვა ვარაუდებიც ახდება. 

„მდოგვის მარცვალი“ - ეს არის თომას სახარების ოშოსეული განმარტება და ამავე დროს შეიძლება ითქვას საუკეთესო წიგნის ქრისტეზე. „მდოგვის მარცვალი“ - ეს არის წიგნი, რომლის ფურცლებზეც მიმოფანტულია შეუქცევადი რევოლუციის მარცვლები, რომლებსაც მხოლოდ შემჩნევა და დანახვა უნდა, რათა დაიწყოს ზრდა და განვითარება.

"ოშო რაჯნიშის „მდოგვის მარცვალი“ გასული საუკუნის 90-იან წლებში მეგობრის რჩევით წავიკითხე. მერე იყო „ცარიელი ნავი“... ვისხედით გაყინულ ოთახში პლედშემოხვეულები, ვისმენდით ჩვენთვის უცხო, საინტერესო და თავისუფალ აზრებს და უცნაურად გვეჩვენებოდა, რომ ო