ოშოს ბევრი მიმდევარი ჰყავს, ზოგი რას ლაპარაკობს მასზე და ზოგი რას... მე კი ხანდახან ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი ან მართლა არა ამქვეყნიური იყო, ან არადა წინასწარმეტყველი. ის, რასაც ამ წიგნში ლაპარაკობს, თავადაც გადამხდენია და მიგრძვნია: სხეულიდან გამოსვლა, ის შეგრძენები რასაც სულის სხეულიდან გამოყოფას მოსდევს და ა.შ. ის, რაზეც “სიცოცხლესა და სიკვდილში” ლაპარაკობს, გასული საუკუნის 50-იანი წლებისთვის სრულიად წარმოუდგენელი რამაა, სინჯარის ბავშვები, “ტრიდე” ფილმები და ა.შ. თუ წლების განმავლობაში ეს ყველაფერი რეალობა გახდა, სულ რაღაც ერთ საუკუნეზე მცირე დროში, მაშინ სავარაუდოდ, მასში მოყვანლი სხვა ვარაუდებიც ახდება.
ოშო (შრი რაჯნიში) (11.12.1931-19.01.1990) - ინდოელი სულიერი ლიდერი, ფილოსოფოსი და რაჯნიშის მოძრაობის დამაარსებელი.