„შვეიცარიელები ბედნიერი კვდებიან“ დეტექტიური ჟანრის ნაწარმოებია. მასში ავტორი ოსტატურად უსვამს ხაზს ორი ქვეყნის კულტურულ თავისებურებებს. კერძო დეტექტივი, ელია კონტინი ადამიანის გაუჩინარების რთულ საქმეს იძიებს. 1998 წელს ეუჯენიო ტორესი, ცნობილი ექიმი, ლაშქრობის მოყვარული, ნიგერში სკოლების დამფუძნებელი, მოულოდნელად ქრება. ოცი წლის შემდეგ, როცა დედა გარდაიცვლება, შვილები კვლავ ეცდებიან გაიგონ, რა დაემართა მამას. ზოგიერთი ჭორის მიხედვით, ექიმი თავს ნიგერს აფარებს. საჰარის უკიდეგანო სივრციდან შვეიცარიაში ჩამოდის ახალგაზრდა მიგრანტი მუსა აგ იბრაჰიმი. ის ტუარეგია და აცხადებს, რომ ეუჯენიო ტორესი ცოცხალია და დახმარება სჭირდება. ამგვარად, დეტექტივი და უდაბნოს კაცი ურთიერთგამგებ წყვილს ქმნიან და გაუჩინარების საშიშ საიდუმლოს ფარდას ხდიან. ტორესის წარსულის გამოძიებით შვეიცარიული სამყაროს ფონზე, ორი ერთმანეთისგან რადიკალურად საპირისპირო კულტურა ეჯახება ერთმანეთს. მაგრამ ნამდვილად საპირისპირონი არიან? იქნებ არის საერთოც ალპების თოვლით დაფარულ მწვერვალებსა და საჰარის მარადიულ სივრცეებს შორის?
ანდრეა ფაციოლი დაიბადა შვეიცარიის ქალაქ ბელინცონაში (1978წ.). დაამთავრა ციურიხის უნივერსიტეტის იტალიური და ფრანგული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. ამჟამად მუშაობს მილანის Flannery O’Connor-ის ლიცეუმში მხატვრული წერის მასწავლებლად და აქტიურად თანამრომლობს იტალიურენოვანი შვეიცარიის პრესასა და რადიო-ტელევიზიასთან.