მახასიათებლები
- სათაური: სისასტიკისა და ტკივილის შესახებ
- ISBN კოდი:
- ავტორი: ნიკოლაი ბერდიაევი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 5
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1717
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
სისასტიკისა და ტკივილის შესახებ;
გადაფურცვლა
I
ბევრს საუბრობენ ჩვენი დროის, ჩვენი ეპოქის სისასტიკის შესახებ, შესახებ შეუძლებლობისა აიტანო ტკივილი, რომელიც ჩვენს თაობას ხვდა წილად. მრავალს ჩვენი დრო უფრო სასტიკადაც კი ეჩვენება, ვიდრე ისტორიული წარსული, მაგრამ ეს ილუზია და თავის მოტყუებაა. ჩვენ მცირედ აღვიქვამთ ცხოვრების სისასტიკეს და, საერთოდაც, ძალიან მივეჩვით ყოველდღიური ცხოვრების ტკივილს. ამდენად, ჩვენი სულისთვის ჭრილობის მიყენებისა და ჩვენი წარმოსახვის გაოცებისთვის სისასტიკის განსაკუთრებული გამოვლინებაა საჭირო. ომისა და მისი საშინელების დაწყებამდე ჩვენ ყოველდღიურად მრავალ სისასტიკეს ჩავდიოდით და მრავალ ტკივილს განვიცდიდით. ყოველი ცხოვრების პროცესი სასტიკი და მტკივნეულია. მაგრამ ჩვენი აღქმადობა დაჩლუნგდა, ჩვენი კანი კი გასქელდა. ჩვენ თავზარი გვეცემა ომის საშინელებისგან, ხოლო თანაგრძნობის ჩვენეულ პათოსში არის წილი გაუცნობიერებელი თვალთმაქცობისა. ცხოვრების ზრდას ყოველთვის ტკივილი ახლავს. როდესაც ცხოვრებას ვქმნით, მრავალ სისასტიკეს ჩავდივართ და მრავალ სისასტიკეს ჩაიდენენ ჩვენს მიმართ. ჩვენ არა მხოლოდ მაშინ ვკლავთ, როდესაც ხიშტს ვასობთ ან თოფიდან ვისვრით. არსებითად ის, ვინც იღებს მსოფლიო პროცესსა და ისტორიულ განვითარებას, იღებს სისასტიკესა და ტკივილს და ამართლებს მათ. არის სისასტიკე და ტკივილი განვითარების ყოველ პროცესში, ყოველ გამოსვლაში სიმშვიდისა და უძრაობის მდგომარეობიდან, ყოველ ზეასვლაში. გმირული დასაწყისი სასტიკი დასაწყისია. თავად მოძრაობაა მტკივნეული. მტკივნეულია ყველაზე ელემენტარული მექანიკური ბიძგი, რომელიც მოძრაობას წარმოშობს. და ასე გრძელდება სულიერი ცხოვრების უზენაეს გამოვლინებამდე. ვისაც კაცობრიობის ისტორიული ბედ-იღბლის გადაწყვეტა, მისი განვითარება სურს, ის ვალდებულია მიიღოს სისატიკე და ტკივილი, ვალდებულია ჯავშანში ჩაჯდეს. მას კი, ვისაც არანაირი სისასტიკე და ტკივილი არ სურს, - არ სურს თავად სამყაროსა და სამყაროული პროცესის წარმოქმნა, მოძრაობა და განვითარება, სურს, რომ ყოფა დარჩეს საწყისი სიმშვიდისა და უძრაობის მდომარეობაში, რომ არაფერი...
ნიკოლაი ბერდიაევი
ნიკოლაი ბერდიაევი (18.03.1874-23.03.1948) - დიდი რუსი რელიგიური და პოლიტიკური ფილოსოფოსი, ეგზისტენციალიზმის წარმომადგენელი. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ევროპულ ფილოსოფიურ პროცესში. თანამშრომლობდა ისეთ აღიარებულ მოაზროვნეებთან, როგორებიც იყვნენ გაბრიელ მარსელი, ემანუელ მუნიე, ოსვალდ შპენგლერი და სხვები. გარდაიცვალა კლამარში, პარიზის მახლობლად.