„სტამბოლელი ელეფთერია“ 1955 წლის 6-7 სექტემბრის მოვლენების წინ დაწყებულ სიყვარულზე მოგვითხრობს. ამ დროს სტამბოლში ბერძნული უმცირესობის ყველაზე დაუნდობელი დარბევა განხორციელდა. თუმცა წიგნში აღწერილი სასიყვარულო თავგადასავალი ამ ტრაგიკული მოვლენების დასრულებასთან ერთად არ დამთავრებულა. ჭეშმარიტი სიყვარული მთავრდება? თუ ვინმე ამ სიყვარულის კვალს დაადგება, ადგილებს, სიმღერებს, ძველ მეგობრებსა და ძველ სტამბოლს, ნაცნობებს იპოვის, მაშინ – არა!
ქემალ ილმაზი 1965 წელს სტამბოლში დაიბადა. აქვე მიიღო დაწყებითი და საშუალო განათლება. დაამთავრა ჰაჯეთთეფეს უნივერსიტეტის თურქული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ფოლკლორის განხრით. მის კალამს რამდენიმე რომანი და მოთხრობა ეკუთვნის, რომლებიც უცხო ენებზეცაა თარგმნილი.