მახასიათებლები
- სათაური: სტრუქტურალიზმი თანამედროვე ლინგვისტიკაში
- ISBN კოდი:
- ავტორი: ერნსტ კასირერი
- გამომცემელი: ბიბლიო
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 14
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 873
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
ლინგვისტიკა ადამიანის შესახებ მეცნიერებათა დიდი ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ახალგაზრდა წევრია. გრამატიკის საკითხებისადმი თავიდანვე ცხოველ ინტერესს იჩენდნენ ლინგვისტები და ფილოსოფოსები[1]. ასეთი დაინტერესება უკვე შეიმჩნევა პანინის სანსკრიტული ენის გრამატიკასა და აგრეთვე იმ ბერძენ სწავლულთა ნააზრევში, რომლებმაც V საუკუნეში ჩვ. წ.-მდე საფუძველი ჩაუყარეს გრამატიკისა და რიტორიკის მეცნიერულ შესწავლას. XIX საუკუნის პირველ ნახევარში აღმოცენდა ლინგვისტიკის ახალი ფორმა, რომელმაც ერთბაშად დაჩრდილა ენის წინადროინდელი კვლევა-ძიება. საზოგადოდ, მეცნიერების ისტორიაში ალბათ არც არის იმაზე უფრო წარმტაცი თავი, ვიდრე ლინგვისტიკის, როგორც „ახალი მეცნიერების“, აღმოცენება. თავისი მნიშვნელობით „ახალი მეცნიერება“ თავისუფლად შეიძლება შევადაროთ გალილეის ახალ მოძღვრებას, რომელმაც XVII საუკუნეში სახე უცვალა მთელ ჩვენს ცოდნას ფიზიკური სამყაროს შესახებ. თუმცა მათ შორის დიდი სხვაობაც არის. გალილეის დინამიკის წარმოშობა მოგვაგონებს თქმულებას ქალღმერთ ათენას დაბადებაზე: იგი ხომ იარაღასხმული ამოხტა საკუთარი მამის თავიდან და ამდენად იმთავითვე დასრულებული სახით მოგვევლინა. მართალია, ამას წინ უძღოდა ბევრი დიდი მიღწევა, მაგრამ ეს მიღწევები უფრო მეტად ახალი მეცნიერების შედეგებს შეეხებოდა და არა მის მეთოდს. ლინგვისტიკამ სხვა გზა განვლო. მისი წინსვლა სწრაფი და გასაოცარი იყო. აღმოჩენას აღმოჩენა მოსდევდა. სულ რამდენიმე ათწლეულში უმნიშვნელოვანესი ძვრები მოხდა. ცნობილი გვარები ერთმანეთს ენაცვლებოდა. ოღონდ, რაც შეეხება მეთოდს, ამ მხრივ ლინგვისტიკა არ იყო ისეთ ხელსაყრელ პირობებში, როგორშიც ბუნებისმეცნიერება. მას არ შეეძლო გაეზიარებინა იმდროინდელი ფიზიკის ბედი, რომელიც, კანტის სიტყვებით რომ ვთქვათ, ინტელექტუალური რევოლუციის შედეგად საიმედო გზას დაადგა და სარწმუნო მეთოდით შეიარაღდა. ლინგვისტიკას თვითონ უნდა ეპოვა გამოსავალი. მას უნდა მოესინჯა სხვადასხვა საშუალება და გამოენახა სხვადასხვა გზები. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ლინგვისტებმა პირველივე ცდების დროს დახმარებისათვის...