ავტორის 16 თავისგან (ლექციის ჩანაწერებისგან) შემდგარი წიგნი – „თავისუფლება ცნობილისგან“ – მიჩნეულია ავტორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაშრომად. „ამ წიგნის მთავარი ამოცანა ის არის, რომ თქვენში და შესაბამისად თქვენს ცხოვრებაში მოახდინოს რევოლუცია, რომელსაც საერთო არაფერი ექნება საზოგადოების სტრუქტურასთან როგორიც ის არის. საზოგადოება, როგორიც ის არის, შემაძრწუნებელია თავისი აგრესიითა და დაუსრულებელი ომებით, მიუხედავად იმისა, თავდაცვითია ეს ომები თუ დაპყრობითი. ჩვენ გვჭირდება რაღაც სრულიად ახალი – რევოლუცია-მუტაცია თვითონ ფსიქიკაში. მოხუც ტვინს არ შეუძლია გადაჭრას ადამიანთა ურთიერთობის პრობლემები. მოხუცი ტვინი არის აზიური, ევროპული, ამერიკული ან აფრიკული. ამიტომ, ჩვენ საკუთარ თავს ვუსვამთ შეკითხვას: შეიძლება თუ არა მუტაციის მოხდენა თვითონ ტვინის უჯრედებში?“ – ჯიდუ კრიშნამურტი.
ჯიდუ კრიშნამურტი (ინგლ. Jiddu Krishnamurti, ტელუგ. జిడ్డు కృష్ణ మూర్తి; დ. 12 მაისი, 1895 — გ. 17 თებერვალი, 1986) – ინდოელი ფილოსოფოსი. იგი წერდა და საუბრობდა ისეთ თემებზე როგორებიცაა, ფსიქოლოგიური (შინაგანი) რევოლუცია, მედიტაცია, გონება და მისი ბუნება, ადამიანური ურთიერთობები, ადამიანის და ზოგადად საზოგადოების რადიკალური ცვლილება. მას მიაჩნდა რომ ის აუცილებელი რევოლუცია, რაც ადამიანის ფსიქიკას უნდა განეცადა, ვერ განხორციელდებოდა გარეგანი ჩარევის საშუალებით, იქნებოდა ეს პოლიტიკური, რელიგიური თუ სოციალური.