მახასიათებლები
- სათაური: წარმოსახვის ფსიქოლოგია
- ISBN კოდი:
- ავტორი: დიმიტრი უზნაძე
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 48
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3305
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
წარმოსახვა
1. წარმოსახვა
აღქმა აქტუალური ობიექტური სინამდვილის ასახვას იძლევა, ე. ი. ობიექტური სინამდვილისას, რომელთანაც ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით ურთიერთობაში. მეხსიერებაც ობიექტური სინამდვილის ასახვას გვაწვდის, მაგრამ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მასთან წარსულში გვქონია ურთიერთობა. ერთი სიტყვით, ორივე ფუნქცია - აღქმაცა და წარმოდგენაც - ობიექტურის, ჩვენგან დამოუკიდებელი სინამდვილის, ასახვას იძლევა, ოღონდ ერთი - სინამდვილის მხოლოდ იმ მხარეებისას, რომელიც აწმყოში მოქმედობს ჩვენზე, ხოლო მეორე - იმისას, რასაც წარსულში უმოქმედია.
მეხსიერება რომ არ არსებულიყო, სინამდვილე ჩვენთვის მარად იმით იქნებოდა განსაზღვრული, რაც ყოველს მონაცემ მომენტში მოქმედობს ჩვენზე: იგი ვერასდროს აწმყოში მოცემულის ფარგლებს ვერ გასცილდებოდა, და ჩვენი ქცევაც მარად ყოველს ცალკე მომენტში შექმნილ სიტუაციაზე იქნებოდა დამოკიდებული. მაგრამ ჩვენ მეხსიერებაც გვაქვს, და იგი შესაძლებლობას გვიქმნის, არა მარტო იმის მიხედვით ვიმოქმედოთ სინამდვილეზე, რაც ამჟამად გვეძლევა მის შესახებ აღქმაში, არამედ იმის მიხედვითაც, რაც ოდესმე გვქონია მოცემული. მეხსიერება პირველი გვათავისუფლებს უშუალო სიტუაციის მონობისგან, იგი პირველი აფართოებს სინამდვილის საზღვრებს, რომლებშიც ჩვენი აქტიობა მიმდინარეობს.
მაგრამ ორივე, მეხსიერებაცა და აღქმაც, მარტო იმით არის განსაზღვრული, რაც ან ეხლა გვეძლევა გარედან, ანდა ოდესმე ყოფილა იქედან მოცემული. ის, რაც ჯერ არასდროს არ ყოფილა ჩვენი აღქმის საგნად, რაც შესაძლებელია მხოლოდ მომავალში გახდეს ასეთად, ის ჩვენთვის ჯერ კიდევ სრულიად არ არსებობს, ის ჯერ კიდევ ვერავითარ გავლენას ვერ ახდენს ჩვენს ქცევაზე.
მაგრამ ადამიანის განსაკუთრებით მნიშვნელოვან თავისებურებას ისიც შეადგენს, რომ მისი ქცევა სრულიად არ არის სინამდვილის იმ ვიწრო არით შეზღუდული, რომელიც აწმყოსა და წარსულში მოცემულით განისაზღვრება. იგი მოცემულობის ზღუდეებს არღვევს და ახალ სინამდვილეს ქმნის.
ამის შესაძლებლობას მას წარმოსახვა ანუ ფანტაზია...
დიმიტრი უზნაძე
დიმიტრი უზნაძე (02.12.1886-09.10.1950) - ქართველი ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი.