მახასიათებლები
- სათაური: წიგნის კითხვა
- ISBN კოდი:
- ავტორი: მარსელ პრუსტი
- გამომცემელი: ბიბლიო
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 23
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2566
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
წინასიტყვაობა წიგნისა „სენტ-ბიოვის წინააღმდეგ“
წიგნის კითხვა
პატრიოტიზმი და ქრისტიანული სული
შენიშვნები
გადაფურცვლა
სარჩევი
წინასიტყვაობა წიგნისა „სენტ-ბიოვის წინააღმდეგ“
წიგნის კითხვა
პატრიოტიზმი და ქრისტიანული სული
შენიშვნები
წინასიტყვაობა წიგნისა „სენტ-ბიოვის წინააღმდეგ”
დღითიდღე სულ უფრო და უფრო ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებ გონებას. დღითიდღე სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ მხოლოდ გონების ჩაურევლად შეუძლია მწერალს, რამე მოიხელთოს ჩვენი შთაბეჭდილებებიდან, ე. ი. ჩასწვდეს რაღაც საკუთარს, ხელოვნების ერთადერთ საგანს. ის, რასაც გონება გვაწვდის წარსულის სახელით, მართლა წარსული როდია. სინამდვილეში ჩვენი ცხოვრების ყოველი წუთი - ისევე, როგორც მიცვალებულთა სულები ზოგიერთ ხალხურ ლეგენდაში - სიკვდილისთანავე სახიერდება და თავს აფარებს რომელიმე მატერიალურ საგანს; დატყვევებულია, სამუდამოდ დატყვევებული, სანამ ამ საგანს არ გადავეყრებით. მისი მეშვეობით განვლილ წუთს შევიცნობთ, ვუხმობთ და ვათავისუფლებთ. საგანი, რომელშიც ის იმალება - ანუ შეგრძნება, რადგან ყოველი საგანი ჩვენთან მიმართებით შეგრძნებაა, - შეიძლება არასოდეს შეგვხვდეს. და ამგვარად, ჩვენს ცხოვრებაში არის წუთები, რომელთაც გაცოცხლება არ უწერიათ, რადგან საგანი იმდენად მცირეა, ისეა ჩაკარგული სამყაროში, რომ საეჭვოა, სადმე წავაწყდეთ. ზაფხული ბევრჯერ გამიტარებია სოფელში, აგარაკზე. ხანდახან ვიხსენებდი ხოლმე იქაურობას, მაგრამ ეს სულ სხვა რამ იყო. შეიძლებოდა, ის დრო სამუდამოდ მომკვდარიყო ჩემთვის. იმ თვეების გაცოცხლებას, ისევე, როგორც ყოველგვარ განახლებას, სულ უბრალო შემთხვევას უნდა ვუმადლოდე. იმ დღეს თოვდა. გათოშილი დავბრუნდი შინ. ვერა და ვერ გავთბი. ის-ის იყო, ჩემს ოთახში ჭრაქის შუქზე შევუდექი კითხვას, რომ მოხუცი მზარეული შემოვიდა და ჩაი შემომთავაზა. არადა, ჩაის საერთოდ არ ვსვამ. შემთხვევამ ინება ისიც, რომ მზარეულმა ჩაისთან ერთად გახუხული პურიც შემომიტანა. პური ფინჯანში ჩავალბე; როდესაც პირში ჩავიდე, სასაზე ჩაის არომატით გაჯერებული სილბო დავიგემოვნე და ავღელდი - ნემსიწვერების, ფორთოხლის ხეების სურნელება ვიგრძენი და საოცარი სინათლე,...
მარსელ პრუსტი
მარსელ პრუსტი (10.07.1871-18.11.1922) - ფრანგი მწერალი, კრიტიკოსი და ესსეისტი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია მონუმენტური რომანით "დაკარგული დროის ძიებაში". მრავალი კრიტიკოსის მიერ XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ავტორად ითვლება.