ციცერონი, რომელსაც ბრწყინვალე განათლება ჰქონდა მიღებული ბერძენი მასწავლებლების წყალობით, თავის ტრაქტატებში ბერძნული ფილოსოფიური სკოლის წარმომადგენელთა შეხედულებების ანალიზის საფუძველზე გვთავაზობს საინტერესო მსჯელობებს სახელმწიფოს, კანონების, ზნეობის შესახებ, რომლებიც გაჯერებულია მაგალითებით საბერძნეთისა და რომის ისტორიიდან. ციცერონის ტრაქტატი „ტუსკულანური საუბრები“ დაწერილია ხუთ წიგნად, დიალოგის, კითხვა-პასუხის სახით, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის.
მარკუს ტულიუს ციცერონი (ძვ.წ. 03.01.106-07.12.43) - რომაელი ფილოსოფოსი, სწავლული, სახელმწიფო მოღვაწე და ადვოკატი; კონსული, კილიკიის გუბერნატორი. უდიდესი გავლენა იქონია ლათინური ენის განვითარებაზე.