უფალი ჩაიტანჲას მოძღვრება არის უფალი კრიშნას სწავლების პრაქტიკული დემონსტრირება, რომელიც „ბჰაგავად-გიტას“ დასასრულს ამბობს, რომ ყველა უნდა მიენდოს მას, ღმრთეების უზენაეს პიროვნებას. უფალი ჩაიტანჲა, რომელიც ბენგალიაში, აღმოსავლეთ ინდოეთში, დაახლოებით 1496 წელს დაიბადა, პირდაპირ გვასწავლის, რომ ადამიანმა თაყვანი უნდა სცეს უფალ კრშნას, რადგან ის არის აბსოლუტური ჭეშმარიტება და არ არსებობს განსხვავება მის სახელს, თვისებას, ფორმასა და გართობას შორის. მისი მოძღვრება დაეხმარება ადამიანთა საზოგადოებას ახლებურად შეხედოს სულიერ ცხოვრებას, გახსნის რა სივრცეს წმინდა სულის მოღვაწეობისთვის.
ბჰაკტივედანტა სვამი პრაბჰუპადა (01.09.1896-14.11.1977) – ინდოელი სულიერი მოძღვარი, მწერალი და კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოების დამფუძნებელი.