წიგნი მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ ადამიანს წარსულზე ფიქრი არ მართებს. გაუმაძღარმა დრომ უკვე შთანთქა იგი. მომავალიც არ უნდა გაღელვებდეთ, რადგან ის, რაც ბედად გაქვთ, მაინც მოხდება. ეცადეთ აწმყოში სრულად ენდოთ ყოვლისშემძლეს. დაე ღმერთის რწმენა სამკურნალო ბალზამი გამხდარიყოს ცხოვრების მწარე ტკივილებისთვის. ვინაიდან არ შეიძლება რწმენა ვუწოდოთ იმას, რაც არ იძლევა გამძლეობას, თვინიერებას და სიმშვიდეს. აქ თავმოყრილია საუბრები ყველაზე უფრო მთავარზე, რაც ჩვენამდე მოიტანა ვედების სიბრძნემ – უპანიშადებზე.
საი ბაბა - (დაიბადა 1926 წლის 23 ნოემბერს ინდოეთში. გარდაიცვალა 2011 წლის 24 აპრილს იქვე). ინდოელი სულიერი მოძღვარი. "განავითარეთ საკუთარ თავში სამართლიანობის გრძნობა, სიმშვიდე, სიყვარული, არაძალადობის პრინციპი" - ეს საერთო ადამიანური ფასეულობები წარმოადგენს მისი მოძღვრების საფუძველს.