ჩუმად და გესლიანად წარმოთქმული წინადადება იუბილეზე გულის ინფარქტს და სისხლისღვრას იწვევს. რადგან ათეული წლების წინ, ომის ბოლოს ორი პატარა ძმის მეკლენბურგიდან გაქცევისას რაღაც მოხდა, რასაც რომანის გმირები ვერც ივიწყებენ და ვერც პატიობენ ერთმანეთს და შვეიცარიულ-გერმანულ ოჯახში, რომლის ამბავსაც გვიყვება რომანი, ერთ უბედურებას მეორე მოსდევს. რომანი „ვოდი“ მოგვითხრობს სხვადასხვა ეპოქებზე, მოქმედება გერმანიასა და შვეიცარიაში ვითარდება, მწერალი იყენებს სხვადასხვა რეგიონების დიალექტს და გვიყვება საინტერესო ამბებს მთელი სამყაროს შესახებ: სტამბის შესახებ მეკლენბურგში, საათების მანუფაქტურაზე შვეიცარიაში, საიდუმლო ლოჟებსა და ხელოვანების წრეებზე, ნაცისტებსა და მათ მოწინააღმდეგეებზე, ბურჟუაზიის წარმომადგენლებსა და Hell‘s Angels–ის წევრებზე, სიმხდალესა და სიმამაცეზე, ომსა და დევნაზე, საიდუმლოებზე, ტყუილებზე, სიკვდილსა და ახალ დასაწყისზე. და რომანში მუდმივად ჩნდება სათაურის პროტოტიპი ვოდი, ველური მონადირე ჩრდილოეთ გერმანული თქმულებიდან, რომელზეც დაუსჯელად ვერ იხუმრებ, რადგან მთელი ცხოვრების მანძილზე არ დაგანებებს თავს . . .
სილვია ჩუი დაიბადა 1974 წელს ციურიხში. სწავლობდა გერმანისტიკას, გრაფიკის დიზაინს და ლიტერატურულ წერას, რამდენიმე წელი ცხოვრობდა ლონდონში. შვეიცარიაში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა გრაფიკოსად, ჟურნალისტად და რედაქტორად. ამჟამად მუშაობს რედაქტორად ციურიხში. მისი პირველი რომანი „იაკობ როსი“ დაჯილდოვდა ციურიხის კანტონის აღიარების ჯილდოთი. რომანის მიხედვით გადაიღეს ფილმი. მისი მეორე რომანი „ვოდი“ ნომინირებული იყო ინგებორგ ბახმანის სახელობის ჯილდოსთვის.