რომანში “ზამთარი სოჰოში” მოქმედება სამხრეთ კორეის პატარა საპორტო ქალაქში ხდება. მთხრობელი, ნახევრად ფრანგი და ნახევრად კორეელი გოგონა, რომელსაც ფეხი არასოდეს დაუდგამს ევროპაში, შთაგონების საძებნელად ჩამოსულ ნორმანდიელ კომიქსების მხატვარს ხვდება. ამ ორი განსხვავებული კულტურის წარმომადგენელს შორის ფაქიზი გრძნობები ისახება, მაგრამ...
ელიზა შუა დიუსაპენი დაიბადა 1992 წელს, ფრანგი მამისა და კორეელი დედის ოჯახში. ბავშვობა პარიზსა და ციურიხში გაატარა, 1999 წლიდან კი მისი ოჯახი შვეიცარიაში გადავიდა საცხოვრებლად. დაამთავრა ლოზანის უნივერსიტეტი. 2016 წელს გამოაქვეყნა პირველი რომანი “ზამთარი სოჰოში”, რომელიც მრავალ ენაზე ითარგმნა და არაერთი ლიტერატურული პრემია მოიპოვა (მათ შორის რობერ-უალსერის, ალფასა და რეჟინ-დეფორჟის პრემიები).