მახასიათებლები
- სათაური: ზოგადი ფსიქოლოგია (ტომი I)
- ISBN კოდი:
- ავტორი: დიმიტრი უზნაძე
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 251
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 4580
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- წინასიტყვაობა
- ფსიქოლოგიის შესავალი
- ფსიქოლოგიის მეთოდები
- ცნობიერების მოვლენათა კლასიფიკაცია
- ფსიქიკური პროცესების შუალობითი ხასიათი
- პიროვნების ბიოლოგიური საფუძვლები
- განწყობის ფსიქოლოგია
- ემოციურ განცდათა ფსიქოლოგია
- ქცევის ფსიქოლოგია
- აღქმის ფსიქოლოგია
გადაფურცვლა
სარჩევი
წინასიტყვაობა
ფსიქოლოგიის შესავალი
ფსიქოლოგიის მეთოდები
ცნობიერების მოვლენათა კლასიფიკაცია
ფსიქიკური პროცესების შუალობითი ხასიათი
პიროვნების ბიოლოგიური საფუძვლები
განწყობის ფსიქოლოგია
ემოციურ განცდათა ფსიქოლოგია
ქცევის ფსიქოლოგია
აღქმის ფსიქოლოგია
წინასიტყვაობა
წინამდებარე წიგნი ზოგადი ფსიქოლოგიის ყველა ძირითად პრობლემას ეხება და შეიძლება იგი ჩვენს უმაღლეს სკოლებში ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოდ იქნეს გამოყენებული.
როგორც მკითხველი დაინახავს, იგი თვალსაჩინოდ განსხვავდება ფსიქოლოგიის ცნობილ კურსებისაგან. არსებითსა და უმთავრესში იგი იმ მასალას ეყრდნობა, რომელიც ჩემი და ჩემი თანამშრომლების კვლევითი მუშაობის შედეგად არის მიღებული. ამით აიხსნება, რომ იგი ახალ თავს შეიცავს, რომელსაც სხვა კურსებში ვერსად ვერ შევხვდებით. - თავს განწყობის ფსიქოლოგიის შესახებ, რომელიც ჩვენი კვლევითი მუშაობის ძირითად პრობლემას წარმოადგენს.
რა თქმა უნდა, ეს სრულიადაც არ ნიშნავს, თითქოს ჩვენი წიგნი ანგარიშს არ უწევდეს ე. წ. კლასიკური ფსიქოლოგიის მიღწევებს. მკითხველი დაინახავს, რომ ჩვენ ფართოდ ვსარგებლობთ მნიშვნელოვანი შედეგებით, რომელიც სხვა მკვლევართ აქვთ მიღებული, და განსაკუთრებით უახლესი კომპენდიებით, რომელიც ჩვენს განკარგულებაში იმყოფებოდა (ვ. შტერნი, გ. დიუმა და სხვ.). მკითხველი ხედავს, რომ ამ პირობებში ჩემი “ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის“ I ტომის (1925 წ.) პირდაპირ გაგრძელებას აზრი არ ექნებოდა. ამიტომ მე გადავწყვიტე I ტომის ნაცვლად ფსიქოლოგიის მთლიანი კურსი მომეცა. წინამდებარე წიგნის სახით. “ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის“ I ტომი თავის მნიშვნელობას ამ წიგნის შემდეგაც ინარჩუნებს. მისი შინაარსი წინამდებარე წიგნში მხოლოდ რამდენიმე გვერდს შეიცავს, და ვისაც, მაგალითად, შეგრძნებათა ფსიქოლოგია აინტერესებს, მას დასჭირდება “ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის“ I ტომს მიმართოს, სადაც ეს საკითხი ფართოდ არის დამუშავებული.
დასასრულ,...
დიმიტრი უზნაძე
დიმიტრი უზნაძე (02.12.1886-09.10.1950) - ქართველი ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი.