წინამდებარე მოხსენებაში ალფრედ ადლერი მოკლე მონახაზს აკეთებს შეხედულებისა, რომელიც ინდივიდუალური ფსიქოლოგიის მისეულ კონცეფციას დაედო საფუძვლად.
თურქეთის დუზჯეს პროვინციაში ცხოვრობს მუჰაჯირი ქართველების შთამომავალი მწერალი, ილჰან აკინი, გენეტიკური სიდარბაისლით, თავმდაბლობითა და საოცარი სითბოთი გამორჩეული კაცი, 20-მდე რომანის ავტორი. ჩვენმა გამომცემლობამ დასტამბა თარგმანი მისი რომანისა „უხმო ქვითინი“ (ქართველთა გადასახლება), რომელიც მუჰაჯირობის მძიმე წლებს ეხება. ეს არის ერთ-ერთი პირველი მხატვრული ნაწარმოები, დაწერილი ქართველი მუჰაჯირების ცხოვრების შესახებ. შესაბამისად პირველია ამ თემაზე გამოქვეყნებული ნაწარმოების ქართული თარგმანიც.