„შემეცნების ფილოსოფია და თეორია“ შესტოვის ღრმა და შეუდარებლად ორიგინალური ექსკურსია წარსულში, როგორც ყოველთვის, სხვა ფილოსოფიურ სისტემათა მიუკერძოებელი და განყენებული კვლევა-შესწავლის ფონზე, შექმნილი 1912 წელს.
XIX საუკუნის ცნობილი ქართველი ღვთისმეტყეველი და დიდი პატრიოტი, მიხეილ თამარაშვილი წლების განმავლობაში ვატიკანის, საფრანგეთის, იტალიის, თურქეთის, ალექსანდრიის, მოსკოვისა და ლონდონის არქივებს ეცნობოდა, სადაც ფასდაუდებელი მასალა შეაგროვა საქართველოში კათოლიკობის არსებობისა და მეტიც, მისი ნაკლებადცნობილი და გარკვეულწილად მიჩუმათებული პოპულარობის შესახებ. შედეგს წინამდებარე წიგნი წარმოადგენს, პირველად გამოცემული 1902 წელს.