iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

სტატიები

ბერძნული დრამის სტრუქტურა
8 აგვ, 2017

ბერძნული დრამის სტრუქტურა

1. შესავალი

 

ბერძნული დრამა სათავეს ჩვ. წ.ა. მერვე საუკუნიდან იღებს. მისი განვითარება ქალაქ-სახელმწიფო ათენს უკავშირდება, სადაც დრამა დიონისესადმი მიძღვნილი დღესასწაულის განუყოფელ ნაწილად იქცა. ათენიდან დღესასწაული კოლონიებსა და მოკავშირე სახლმწიფოებში გავრცელდა.

 

2. პიესის ნაწილები

 

ძირითადი სტრუქტურა შეიძლება განხილულ იქნას, როგორც მოქმედებისა და სიმღერის მონაცვლეობა, რომელიც ამ მოქმედებას მიჯნავს, თუმცა თითოეულ მოქმედებას თავისი სახელი აქვს.

 

პროლოგი: პიესის ნაწილი, რომელიც წინ უსწრებს ქოროს გამოჩენას და, ჩვეულებრივ, ორი, იშვიათად კი სამი სცენისგან შედგება. ამ სცენებიდან პირველი შესაძლოა იყოს პროლოგი-მონოლოგი (ვხვდებით ევრიპიდესთან, მაგრამ იშვიათად სოფოკლესთან), რომელსაც კითხულობს ღმერთი, მთავარი ან მეორეხარისხოვანი პერსონაჟი. იგი მეტ-ნაკლებად პირდაპირ მიმართავს მაყურებელს, ხოლო სრული დრამატული ილუზია მხოლოდ მონოლოგის დასრულების შემდეგ იქმნება. სოფოკლესთან გახსნის სცენა, ჩვეულებრივ, დასაწყისიდანვე დრამატულია.

 

პაროდოსი: ეს არის ქოროს გამოჩენისა და მის მიერ სამღერი სიმღერის (ან საგალობელი ანაპესტისა და სიმღერის ერთად) სახელწოდება. მეხუთე საუკუნის ტრაგედიებში, სადაც დიალოგი დრამატულად სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება, ქორო კი, შესაბამისად, ნაკლებმნიშვნელოვანი, ზოგჯერ პაროდოსის ადგილს ამოიბაიონი [ლირიული დიალოგი] იკავებს, რაც დრამაში ქოროს ავტონომიას ზღუდავს.

 

ეპისოდიონი: სცენა ან სცენები პაროდოსსა და სტასიმონს ან ორ სტასიმონს შორის. მეხუთე საუკუნის (ჩვ. წ.ა.) დრამაში ეპისოდიონთა რაოდენობა და ხანგრძლივობა მერყეობს. მეოთხე საუკუნის განმავლობაში სტანდარტადაა ქცეული ხუთ-დიალოგიანი მოქმედებები, გამიჯნული ქოროს ოთხი ინტერმედიით.

 

სტასიმონი: ნებისმიერი განვრცობილი სიმღერა პაროდოსის შემდეგ. დრამის განვითარებასთან ერთად სტასიმონთა ხანგრძლივობა მცირდება. ზოგჯერ სტასიმონს ანაპესტი უსწრებს. მეხუთე საუკუნის ტრაგედიებში, ქოროს დრამატული წონის კლებასთან ერთად, სტასიმონებს შორის შუალედი საკმაოდ ხანგრძლივია, ხოლო ჭეშმარიტ ანტისტროფულ სტასიმონთა რიცხვი შესაძლოა მცირე იყოს.

 

ეგზოდოსი: სცენა ან სცენები, რომლებიც უკანასკნელ სტასიმონს მოსდევს. ევრიპიდეს მრავალი დრამა ეგზოდოსში ღვთიურ გამოცხადებას შეიცავს. ხშირად ამწე გამოიყენებოდა ღმერთის დემონსტრირებისთვის. აქედანაა გამოთქმა „deus ex machina“ („ღმერთი მანქანიდან“), თუმცა ის შესაძლოა სხვენის სახურავზეც გამოჩენილიყო.

 

ეპიპაროდოსი: რამდენიმე დრამაში ქორო შუა სცენისას გადის და გარკვეული ხნის შემდეგ ბრუნდება; სპეციალისტებმა ქოროს ხელახლა გამოჩენასა და მის თანამდევ სიმღერას „ეპიპაროდოსის“ (დამატებითი პაროდოსი) სახელი მიანიჭეს.

 

სტროფი: ოდის პირველი სტროფი, რომლის დროს ქორო ერთი მიმართულებით მოძრაობდა.

 

ანტისტროფი: ოდის მეორე სტროფი, რომლის დროს ქორო საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა.

ნახვების რაოდენობა: 4481