iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

სტატიები

ფაქტები სოფოკლეს შესახებ
8 მაი, 2018

ფაქტები სოფოკლეს შესახებ

  • სოფოკლე მომხიბლავი მამაკაცი იყო, ბიჭობისას იგი შიშველი იღებდა მონაწილეობას პიესაში;
  • სოფოკლემ მსახიობობაზე უარი წვრილი ხმის მიზეზით თქვა;
  • როგორც ავტორს, მას ყველაზე მეტი ჯილდო აქვს მიღებული ათენის დრამატულ შეჯიბრებში;
  • მას ორი ვაჟი ჰყავდა ორი ქორწინებიდან. ორივე ტრაგიკოსი გახდა, მაგრამ ერთ-ერთმა, იოფონემ, სარჩელი შეიტანა მის წინააღმდეგ, როდესაც ის უკვე 90-ს იყო გადაცილებული, რომლითაც ამბობდა, რომ სოფოკლე აღარ იყო ქმედუნარიანი და ქონება ვაჟისთვის უნდა გადაეცა. თავდასაცავად სოფოკლემ წაიკითხა „ოიდიპოსი კოლონოსში“;
  • ის ღრმად რელიგიური პიროვნება იყო და საკუთარი სახლი მკურნალობის ღმერთ ასკლეპიოსის თაყვანისცემის ადგილად აქცია იმ პერიოდში, როდესაც ტაძარი შენდებოდა;
  • როდესაც აკროპოლისიდან ოქროს გვირგვინი მოიპარეს, ამბობენ, რომ ჰერაკლე გამოეცხადა სოფოკლეს სიზმრად და მიუთითა ადგილი, სადაც გვირგვინს მალავდნენ;
  • ამბობენ, რომ ის გარდაიცვალა, როდესაც „ანტიგონეს“ კითხულობდა.
ნახვების რაოდენობა: 1977