iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

სტატიები

ავტორის შესახებ 15 კითხვით
24 მარ, 2019

ავტორის შესახებ 15 კითხვით

1. როდის დაიბადა ჟან-პოლ სარტრი?

1905 წლის 21 ივნისს.

2. სად დაიბადა ჟან-პოლ სარტრი?

პარიზში.

3. სარტრის სრული სახელი?

ჟან-პოლ შარლ აიმარ სარტრი.

4. რომელ სკოლაში დადიოდა სარტრი?

École Normale Supérieure (1924–1929).

5. რა სიმაღლის იყო სარტრი?

1.53 მ

6. იყო თუ არა სარტრი დაქორწინებული?

1929 წლის ოქტომბერში სარტრი და სიმონ დე ბოვუარი ერთმანეთს დაუახლოვნდნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც მათ ამ უკანასკნელის მამამ გაუწია წინააღმდეგობა, სარტრმა ბოვუარს ქორწინება შესთავაზა. ერთხელ, ლუვრის წინ რომ ისხდნენ, სარტრმა უთხრა: „მოდი ორწლიანი იჯარა გავაფორმოთ“.

7. სწამდა თუ არა სარტრს ღმერთი?

როგორც მან განსაზღვრა ესსეში „ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია“, მისი ფილოსოფიური პროექტი თანმიმდევრული ათეისტური პოზიციის ჩამოყალიბებას გულისხმობდა. მაგრამ მეტაფიზიკური მტკიცებები ღმერთის არსებობის შესახებ მას ნაკლებად აინტერესებდა, ვიდრე როლი, რომელსაც ღმერთის რწმენა თამაშობდა ადამიანის გამოცდილებაში, განსაკუთრებით თავისუფლებასთან მიმართებით. მისი რომანი „გულზიდვა“ შესაძლოა ათეისტური ეგზისტენციალიზმის მანიფესტად იქნას განხილული.

8. რას წარმოადგენს ეგზისტენციალიზმის თეორია?

ეგზისტენციალიზმი არისი ფილოსოფია, რომლის ფოკუსში ინდივიდუალური არსებობა, თავისუფლება და არჩევანია მოხვედრილი. ამ მიმდინარეობის გადმოსახედიდან ადამიანები თავად განსაზღვრავენ საკუთარი არსებობის აზრს და, მიუხედავად ირაციონალურ სამყაროში არსებობისა, ცდილობენ რაციონალური გადაწყვეტილებები მიიღონ.

9. რას წარმოადგენს სარტრის ეგზისტენციალიზმი?

სარტრი ამტკიცებს, რომ ეგზისტენციალიზმის საკვანძო ცნებას ის წარმოადგენს, რომ „არსებობა უსწრებს არსს“. ეს გამოთქმა შემდგომში ეგზისტენციალური მოძრაობის მაქსიმად იქცა.

10. რატომ თქვა უარი სარტრმა ნობელის პრემიაზე?

უარის მიზეზად სარტრმა 1964 წელს ის დაასახელა, რომ მუდამ უარს ამბობდა ოფიციალურ ჯილდოებზე და არ სურდა ყოფილიყო „ინსტიტუციონალიზებული“... მან ისიც თქვა, რომ ეშინოდა, პრემიის მიღებას მისი ნაშრომების გავლენა არ შეეზღუდა.

11. სად ცხოვრობდა ჟან-პოლ სარტრი?

პარიზში.

12. სად გარდაიცვალა ჟან-პოლ სარტრი?

პარიზში.

13. როდის გარდაიცვალა ჟან-პოლ სარტრი?

1980 წლის 15 აპრილს.

14. რისგან გარდაიცვალა?

ფილტვების შეშუპება.

15. სად არის სარტრი დაკრძალული?

პარიზში, მონპარნასის სასაფლაოზე.

ნახვების რაოდენობა: 313