iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

სტატიები

ფაქტები ნობელის პრემიის შესახებ (ნაწილი 1)
8 აგვ, 2017

ფაქტები ნობელის პრემიის შესახებ (ნაწილი 1)

1895 წლის 27 ნოემბერს ალფრედ ნობელმა ანდერძს მოაწერა ხელი, რომლის შესაბამისად მისი ქონების უდიდესი ნაწილი პრემიების, კერძოდ კი ნობელის პრემიებისათვის უნდა გამოყენებულიყო. ანდერძის თანახმად, ერთი ნაწილი განკუთვნილია „ადამიანისთვის, ვინც გამორჩეული როლი შეასრულა ლიტერატურის დარგში იდეალისკენ სწრაფვის მიმართულებით“.

ქვემოთ შეიტყობთ საინტერესო ფაქტებს პრემიის შესახებ 1901-დან 2016 წლამდე.

 

ნობელის პრემიების რაოდენობა ლიტერატურის დარგში

1901-დან 1916 წლის ჩათვლით გაცემულია 109 პრემია. იგი არ გაიცა შვიდჯერ: 1914, 1918, 1935, 1940, 1941, 1942, და 1943 წლებში.

 

პრემიის განაწილება

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში მხოლოდ ოთხჯერ იქნა განაწილებული ორ ავტორს შორის. ნობელის პრემიის განაწილება უფრო გავრცელებული ფენომენი სხვა სფეროებშია.

 

1904 - ფრედერიკ მისტრალი, ხოსე ეჩეგარაი ი ეისაგირე;

1917 - კარლ გიელერუპი, ჰენრიკ პონტოპიდანი;

1966 - შმუელ აგნონი, ნელი ზაქსი;

1974 - ჰარი მარტინსონი, ეივინდ იუნსონი.

 

ლაურეატთა რაოდენობა ლიტერატურის დარგში

1901-2016 წწ. ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში მიენიჭა 113 ავტორს.

 

ნობელის ლაურეატთა კონცენტრაცია

ივნისშია დაბადებული ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ყველაზე მეტი ლაურეატი.

 

საშუალო ასაკი

ლიტერატურის დარგში ლაურეატთა საშუალო ასაკია 65 წელი.

 

ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი

დღევანდელ დღემდე ლიტერატურის დარგში ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატია რადიარდ კიპლინგი, „ჯუნგლების წიგნის“ ავტორი, ვინც პრემიის მინიჭებისას (1907) მხოლოდ 41 წლის იყო.

 

ყველაზე ასაკოვანი ლაურეატი

დღევანდელ დღემდე ლიტერატურის დარგში ყველაზე ასაკოვანი ლაურეატია დორის ლესინგი, რომელიც 2007 წელს, როდესაც პრემია მიენიჭა, 88 წლის იყო.

 

ქალი ლაურეატები ლიტერატურის დარგში

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში 14 ქალს მიენიჭა. პირველი ავტორი იყო შვედი მწერალი სელმა ლაგერლოფი (1858-1940), ვისაც პრემია 1909 წელს გადაეცა.

 

1909 - სელმა ლაგერლოფი;

1926 - გრაცია დელედა;

1928 - ზიგრიდ უნსეტ;

1938 - პერლ ბაკ;

1945 - გაბრიელა მისტრალ;

1966 - ნელი ზაქს;

1991 - ნადინ გორდიმერ;

1993 - ტონი მორისონ;

1996 - ვისლავა შიმბორსკა;

2004 - ელფრიდე იელინეკ;

2007 - დორის ლესინგ;

2009 - ჰერტა მიულერ;

2013 - ელის მანრო;

2015 - სვეტლანა ალექსიევიჩ.

 

უარი ნობელის პრემიაზე

ორ ავტორს აქვს ნათქვამი უარი ნობელის პრემიაზე.

ბორის პასტერნაკმა, ნობელის 1958 წლის ლაურეატმა, „თავდაპირველად მიიღო პრემია, მაგრამ შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლების წნეხის ქვეშ, იძულებული შეიქნა, უარი ეთქვა“.

ჟან-პოლ სარტრმა, 1964 წლის ლაურეატმა, უარი თქვა პრემიაზე, რადგან ის ზოგადად უარს ამბობდა ოფიციალურ ჯილდოებზე.

 

პრემიის მინიჭება სიკვდილის შემდეგ

1931 წელს ნობელის პრემია სიკვდილის შემდეგ მიენიჭა ერიკ აქსელ კარლფელდტს. 1974 წლიდან ნობელის ფონდის წესდების მიხედვით ნობელის პრემიის მინიჭება არ შეიძლება სიკვდილის შემდეგ, თუკი სიკვდილი პრემიის მინიჭების შესახებ განცხადების გაკეთების შემდეგ არ არის დამდგარი.

 

ლაურეატები და ენები

ალფრედ ნობელი საკუთარი ანდერძით საერთაშორისო მასშტაბის პრემიას ამკვიდრებდა, მიუხედავად ეროვნებისა და ენისა, რომელზეც ესა თუ ის ავტორი ქმნიდა ნაწარმოებებს. დიდი ხნის განმავლობაში შვედეთის აკადემია, ორგანო, რომელიც ნობელის ლაურეატებს ასახელებს, მხოლოდ ევროპელი ავტორებით იყო შემოფარგლული თუმცა 1984 წლიდან გაცხადებულია „გლობალური გავრცელების მიღწევა“.

 

1901-1916 წლების პერიოდის 113 ლაურეატი შემდეგ ენებზე ქმნიდა ნაწარმოებებს:

ინგლისური        28

ფრანგული          14

გერმანული         13

ესპანური             11

შვედური             7

იტალიური         6

რუსული              6

პოლონური         4

ნორვეგიული      3

დანიური             3

ბერძნული           2

იაპონური            2

ჩინური                 2

არაბული             1

ბენგალური         1

ჩეხური                 1

ფინური                1

ივრითი                1

უნგრული            1

ისლანდიური     1

პროვანსალური 1

პორტუგალიური              1

სერბო-ხორვატული         1

თურქული          1

იდიში                   1

 

რაბინდრანათ თაგორი (1913) წერდა ბენგალურად და ინგლისურად; სემულ ბეკეტი (1969) - ფრანგულად და ინგლისურად; იოსებ ბროდსკი (1987) - პოეზიას ქმნიდა რუსულად, პროზას კი ინგლისურად. ეს სამი ლაურეატი მოხვდა ბენგალური, ფრანგული და რუსული ენების კატეგორიებში.

ნახვების რაოდენობა: 4042