iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

პოლიტიკური

სორტირება:

"ისტორიის მატერიალისტური კონცეფცია მნიშვნელოვანი არა მხოლოდ იმიტომ არის, რომ ის საშუალებას გვაძლევს, უკეთესად განვმარტოთ ისტორია,ვიდრე ეს აქამდე კეთდებოდა, არამედ იმ მიზეზითაც, რომ ის საშუალებას გვაძლევს, ვაქციოთ ისტორია იმაზე უკეთესად, ვიდრე ამას დღემდე აკეთებდნენ" – კარლ კაუცკი.

წინამდებარე წიგნი მკითხველებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების სწორად აღქმაში დაეხმარება. ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე შეიძლება მსოფლიო პოლიტიკის შემუშავებაშიც მიიღოთ მონაწილეობა, რათა საზოგადოებასა და მომავალ თაობებს უკეთესი სამყარო აჩუქოთ. მსოფლიოს მართვის პრინციპების ცოდნა კი მსოფლიოს გაკეთილშობილებაში დაგეხმარებათ.

წინამდებარე კრებულში ოქტომბრის რევოლუციის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი ცდილობს მეცნიერულად ჩამოაყალიბოს ლიტერატურის და ზოგადად ხელოვნების როლი, დანიშნულება და ფუნქცია პროლეტარიატის დიქტატურის პირობებში.

სამშვიდობო ხელშეკრულება ერთი მხრივ თურქეთსა და მეორე მხრივ ამიერკავკასიის რესპუბლიკებს - საქართველოს სსრ-ს, სომხეთის სსრ-სა და აზერბაიჯანის სსრ-ს - შორის, რომლის საფუძველზე საქართველომ თავისი ტერიტორიების მესამედი დათმო.

ყარსის ხელშეკრულება
1.99ლარი

ყარსის ხელშეკრულება

სახელმწიფოთაშორისი კომისია

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"ფოიერბახი. მატერიალისტური და იდეალისტური შეხედულებების დაპირისპირებულობა" არის პირველი თავი "გერმანული იდეოლოგიისა", რომელშიც მარქსმა და ენგელსმა პირველად დაამუშავეს თავიანთი ახალი მსოფლმხედველობა - ისტორიის მატერიალისტური გაგება, როგორც მეცნიერული კომუნიზმის თეორიის ფილოსოფიური საფუძველი.

ფოიერბახი
2.66ლარი

ფოიერბახი

კარლ მარქსი ფრიდრიხ ენგელსი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

პოლ ლაფარგი ამ მცირე თხზულებაში ცდილობს თვალი გაადევნოს ადამიანთა საზოგადოების განვითარებას პირველყოფილი მდგომარეობიდან ახალი ცხოვრების, "კომუნიზმის" დამყარებამდე, რაც ჯერ არ მომხდარა, მაგრამ "აუცილებლად მოხდება" და რასაც ის მარქსისტული პოზიციიდან აკეთებს.

"კომუნისტური პარტიის მანიფესტი" - ესაა 1848 წლის პოლიტიკური მანიფესტი კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის ავტორობით, რომელშიც კომუნისტთა ლიგის პროგრამაა ჩამოყალიბებული. პირველად "მანიფესტი" გამოქვეყნდა გერმანულ ენაზე, 1848 წლის რევოლუციების დასაწყისში, და მას შემდეგ ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ტექსტად ითვლება მსოფლიოში.

კომუნისტური პარტიის მანიფესტი
1.55ლარი

კომუნისტური პარტიის მანიფესტი

კარლ მარქსი ფრიდრიხ ენგელსი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"ებრაელთა საკითხი" არის კარლ მარქსის 1843 წლის ნაშრომი, რომელშიც ის ბრუნო ბაუერის მიერ პრუსიაში ებრაელთა ემანსიპაციის შესაძლებლობების კრიტიკის საფუძველზე ლიბერალურ უფლებათა საკუთარ ანალიზს გვთავაზობს.

"ფილოსოფიის სიღატაკე" მთავარი წყაროა კარლ მარქსის კომუნიზმის თეორიის გასაგებად. წიგნი 1847 წელს გამოქვეყნდა პარიზსა და ბრიუსელში. იგი დაიწერა, როგორც პასუხი ფრანგი ანარქისტის, პიერ-ჟოზეფ პრუდონის ეკონომიკურ და ფილოსოფიურ არგუმენტებზე, რომლებიც მან 1846 წელს გამოცემულ წიგნში, "ეკონომიკურ წინააღმდეგობათა სისტემა", ჩამოაყალიბა.

წინამდებარე ნარკვევი კიდევ ერთი მცდელობაა დემოკრატიის ქრისტიანული ფესვების დემონსტრირებისა და ამ უკანასკნელის მორიგებისა თანამედროვე პოლიტიკურ გამოწვევებთან.

ტროცკის "ტერორიზმი და კომუნიზმი", დაწერილი რევოლუციურ რუსეთში მიმდინარე სამოქალაქო ომის ქარცეცხლში, რევოლუციური დიქტატურის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ დაცვას წარმოადგენს. ტროცკის შეტევას ლიბერალური დემოკრატიის ილუზიებზე დღეს სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია.

წინამდებარე კრებულში რუსული და საერთაშორისო ანარქიზმის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი არსებულ წეს-წყობილებასთან ანარქიზმის შედარებით ანალიზს ახდენს და გარკვეულ წინასწარმეტყველებებსაც აკეთებს სახელმწიფოთა მომავალი იდეალური მოწყობის შესახებ.

დიდი გერმანელის მსჯელობა პოლიტიკის შესახებ, მცდელობა პოლიტიკის გადმოცემისა რეალურად, როგორც ეს ხდებოდა და, ასევე, წინასწარმეტყველება (რაც შპენგლერის აზროვნებისთვის დამახასიათებელია) იმისა, რაც მოხდება ან უნდა მოხდეს ამ მიმართულებით, - ესაა ამ წიგნის ამოცანა.

რა ურთიერთობაა ადამიანსა და სახელმწიფოს შორის? როგორია იდეალური სახელმწიფო? რა სახის განათლებას უნდა უზრუნველყოფდეს იგი? აი, ის რამდენიმე კითხვა, რომელზე პასუხის გაცემას ცდილობს არისტოტელე დასავლეთის ერთ-ერთ ყველაზე ღრმად ინტელექტუალურ ნაწარმოებში. ეს ფუნდამენტური თხზულება პირველი სისტემატური შრომაა პოლიტიკის მეცნიერებაში.

რა ურთიერთობაა ადამიანსა და სახელმწიფოს შორის? როგორია იდეალური სახელმწიფო? რა სახის განათლებას უნდა უზრუნველყოფდეს იგი? აი, ის რამდენიმე კითხვა, რომელზე პასუხის გაცემას ცდილობს არისტოტელე დასავლეთის ერთ-ერთ ყველაზე ღრმად ინტელექტუალურ ნაწარმოებში.  ეს ფუნდამენტური თხზულება პირველი სისტემატური შრომაა პოლიტიკის მეცნიერებაში.

წინამდებარე ესსეი-მოწოდებით მიხაკო წერეთელი ანარქიზმთან დაპირისპირებულ რამდენიმე სოციალურ ინსტიტუტს  - სოციალ-დემოკრატებს, მუშებსა და ახალგაზრდობას პასუხობს ანარქიზმის (ავტორის შეხედულებით, სამართლიანობის) პოზიციებიდან.

პასუხი
1.44ლარი

პასუხი

მიხაკო წერეთელი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star