წინამდებარე ნაშრომით (1906 წ.) პიოტრ კროპოტკინი ანარქიზმისა და მეცნიერების გაერთიანებას, ანარქიზმისადმი მეცნიერული მიდგომის გამოყენებას ცდილობს, რის საფუძველზეც უსახელმწიფო სისტემის ეფექტურობის ჩვენებას ისახავს მიზნად, რის აპოლოგეტადაც იგი მთელი ცხოვრების განმავლობისას გვევლინებოდა.
„კანონი“ - ესაა თავისუფლებისა და პიროვნების დამოუკიდებლობის წყურვილით გამსჭვალული სოციოლოგიური კვლევა, რომელიც ზოგჯერ კომუნიზმისკენ მეტისმეტად და უსაფუძვლოდ გადახრილი მოგეჩვენებათ, თუმცა, მიუხედავად ამისა, არაერთ საინტერესო პოლიტიკურ, უმეტესწილად ანარქისტულ შეხედულებას გვაცნობს მრავალმხრივი ქართველი მეცნიერისგან. გამოქვეყნდა 1906 წელს.
ბრბოს ინსტინქტური მოთხოვნილება აქვს აირჩიოს ბელადები, რომლებსაც უნდა დაემორჩილოს, თუმცა დღევანდელ დღეს, ავტორის აზრით, ბრბო თავად იქცა დიდი ძალაუფლების მომხვეჭელად, რაც არაერთ სირთულეს უქმნის კაცობრიობას. წინამდებარე ნაშრომი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მასების ფსიქოლოგიის შესწავლის გზაზე.
თუ უფლებას სხვა მანიჭებს, ეს ჩემი უფლება აღარ არის, ის სხვისია. ჩემი მხოლოდ ის შეიძლება იყოს, რასაც მე მოვიპოვებ, რასაც შევწვდები, შესაბამისად, რისი ძალაც მაქვს - თითქოს პარადოქსულად აზროვნებს მაქს შტირნერი, რთულად გასაგები ფორმულირებებით. ის ვერც იქნა გაგებული სიცოცხლეში, თუმცა მისი იდეები მეოცე საუკუნის ყველაზე ავტორიტეტულ ფილოსოფიურ მიმდინარეობათა ქვაკუთხედად იქცა. ესსეი ნაწილია წიგნისა „ერთადერთი და მისი საკუთრება“.
პოლიტიკურის შემდეგ, მაქს შტირნერის რისხვა სოციალურ და ჰუმანიტარულ ლიბერალიზმს ატყდება თავს. მიუხედავად მსჯელობისა და დასკვნების არაერთმნიშვნელოვნებისა და ხშირად პარადოქსულობისაც, არ შეიძლება ავტორს არ დავეთანხმოთ, რომ ადამიანისთვის საკუთრებისა და პიროვნულობის ჩამორთმევამ იგი „საზოგადოების“ ანუ მასის ნაწილად, ავტორის სიტყვებით კი „ადამიანად“, განკერძოებულ არსებად აქცია.
მაქს შტირნერის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები, 1845 წელს შექმნილი „ერთადერთი და მისი საკუთრება“, არის შრომა, რომელმაც შეუქცევადი სახე მისცა ევროპული აზროვნების განვითარებას. დაასწრო რა ათწლეულობით ევროპულ კულტურაში ნიჰილიზმისა და ინდივიდუალიზმის წარმოქმნას, მან უდიდესი გავლენა მოახდინა მე-19 და მე-20 საუკუნის ფილოსოფიურ აზროვნებაზე. ამ წიგნმა ევროპული ცივილიზაციის იერსახე შეცვალა.
შტირნერისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ადამიანის განთავისუფლებაა, მის ერთ-ერთ ასპექტს კი იერარქიის დანგრევა შეადგენს. იერარქიის ერთ-ერთი ფორმა "აზრთა ბატონობა, გონების ბატონობაა!", რაც იმას ნიშნავს, რომ "მათ მიერ ვითრგუნებით, ვინც აზრებს ეყრდნობა". თანაც ეს ნებაყოფლობით ხდება. ამასთან, იერარქიის დამხობა მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ცნებები გაორებულია, შინაარსს ჩამოშორებულია, რაც პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს.
წინამდებარე ნაშრომი პოლიტიკური ლიბერალიზმის ყველაზე დიდი გმობაა, რაც კი ოდესმე დაწერილა. შტირნერის მიხედვით პერსონალური ძალაუფლების (მეფე, არისტოკრატია) ჩანაცვლებამ არაპიროვნულით (სახელმწიფო, ხალხი, კანონი), რასაც ისტორიულად იცავდნენ და ახორციელებდნენ ლიბერალური პარტიები, მეტად აბსოლუტურ და ყოვლისმომცველ ძალაუფლებამდე მიგვიყვანა, ვიდრე წარსულში არსებულთა უმრავლესობა იყო.