iBooks-მა მიმდინარე წლის თებერვლიდან მომხმარებელს სასიამოვნო სიახლე შესთავაზა. ბიბლიოთეკაში არსებული წიგნები ამიერიდან epub ფორმატშიც არის ხელმისაწვდომი, რაც საშუალებას მისცემს მკითხველს საყვარელი წიგნები ყველა მოწყობილობაზე წაიკითხოს მობილური ტელეფონის ჩათვლით.
წიგნების კონვერტაცია თანდათანობით მოხდება, ხოლო ახალ წიგნებს რაც შეეხება, ისინი ავტომატურად დაემატება სამივე ხელმისაწვდომ ფორმატში: html, pdf და epub.
სასიამოვნო კითხვას გისურვებთ.