iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

დახმარება

რა პროგრამული უზრუნველყოფა და მოწყობილობა მჭირდება ელექტრონული წიგნების წასაკითხად?

არანაირი საგანგებო პროგრამული უზრუნველყოფა თქვენ არ დაგჭირდებათ. წიგნების წაკითხვა შესაძლებელია პერსონალური კომპიუტერით, ლეპტოპით, მობილური ტელეფონით, პლანშეტით, Kindle-ით. შესაძლო ფორმატებია: html, pdf, epub, mobi.

 

რომელი ფორმატი უნდა შევარჩიო?

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოწყობილობით გსურთ წიგნის წაკითხვა. პერსონალური კომპიუტერითა და ლეპტოპით შესაძლოა html და pdf ფორმატი მეტად მოსახერხებელი იყოს, თუმცა ჩვენი წიგნების უმეტესობა ოთხივე ფორმატშია ხელმისაწავდომი. შესაბამისად, შესაძლებლობა გაქვთ თქვენვის მოსახერხებელი ფორმატი შეარჩიოთ.

 

შესაძლებელია თუ არა წიგნის ჩამოტვირთვა მობილურ ტელეფონში?

შემთხვევათა დიდ უმრავლესობაში ეს შესაძლებელია.

 

შემიძლია თუ არა წიგნების ამობეჭდვა და კოპირება?

განსხვავებით ანალოგიური საიტებისგან, ჩვენთან წიგნების კოპირება და ამობეჭდვა შესაძლებელია.

 

რომელ წიგნებს აქვთ პაროლი?

პაროლი აქვს მხოლოდ მცირე ნაწილს 2016 წლის 1 მარტამდე pdf ფორმატში გამოქვეყნებული წიგნებისა.

 

როგორ მივიღებ პაროლს?

პაროლი ავტომატურად იგზავნება თქვენს მიერ რეგისტრაციისას მითითებული ელ. ფოსტის მისამართზე.

 

ერთხელ შეძენის შემდეგ წიგნი ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება?

დიახ. შეძენის შემდეგ ის თქვენი საკუთრებაა.

 

ვინ უნდა მივმართო პრობლემის შექმნის შემთხვევაში?

პირველ რიგში მიმართეთ „დახმარების“ გვერდს, ხოლო თუ თქვენი პრობლემის გადაწყვეტა აქ არ მოიძებნა, დაუკავშირდით ჩვენს ტექნიკოსთა გუნდს.

 

რა წარმოადგენს ელექტრონული წიგნების უპირატესობას?

დაბალი ფასი ქაღალდის წიგნებთან შედარებით;

მყისიერი ხელმისაწვდომობა;

სწრაფი ჩამოტვირთვა;

 

რა ვალუტაშია მოცემული წიგნების ფასები iBooks-ის საიტზე?

ფასები მოცემული მხოლოდ ქართულ ლარებში.

 

რა საშუალებით შემიძლია ელექტრონული წიგნის შეძენა iBooks-ის საიტიდან?

წიგნების შეძენა შესაძლებელია საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკის მიერ ემიტირებული პლასტიკური ბარათით (საქართველოს ბანკი, TBC, ლიბერთი, რესპუბლიკა, VTB, ტერა ბანკი, ბაზის ბანკი, ქართუ და ა.შ.)

 

მე ვარ ავტორი. როგორ შემიძლია წიგნის გამოქვეყნება iBooks-ის საიტზე?

წიგნის გამოსაქვეყნებლად უნდა დარეგისტრირდეთ, როგორც „გამომცემელი“. დეტალური ინსტრუქცია იხილეთ აქ.

 

შემიძლია თუ არა წიგნები offline წავიკითხო?

დიახ. თქვენს მიერ შეძენილი ყველა წიგნი თქვენი საკუთრებაა.

 

ვიხდი თუ არა რაიმე გადასახადს წიგნის შეძენისას?

არა. თქვენ იხდით მხოლოდ წიგნის ღირებულებას.