iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

სტატიები

10 ფაქტი რეი ბრედბერის შესახებ, რომელიც უნდა იცოდეთ
11 იან, 2018

10 ფაქტი რეი ბრედბერის შესახებ, რომელიც უნდა იცოდეთ

1. 12 წლის ასაკში რეი ბრედბერი დღეში ოთხ საათს წერდა.

 ედგარ პოს მიერ შთაგონებული ბრედბერი ხარბად კითხულობდა და წერდა სიჭაბუკეში. ყოველდღე წერის პრაქტიკისთვის მას მთელი ცხოვრების განმავლობაში არ უღალატია.

 

2. მისი ყველაზე დიდი ვნება არა წერა, არამედ მაგია იყო.

 ბრედბერის ნათქვამი აქვს, რომ თუ მწერალი არ გახდებოდა, ის აუცილებლად იქნებოდა ილუზიონისტი. მასზე 1932 წლის კარნავალზე მომხდარმა შემთხვევამ იმოქმედა. ილუზიონისტი, ცნობილი, როგორც Mr. Electrico, 12 წლის ბრედბერის ცხვირზე შეეხო დამუხტული მახვილით, რისგან ბიჭს თმა ყალყზე დაუდგა. ილუზიონისტმა კი იყვირა: „იცოცხლე მარად!“ ამან არა მარტო მაგიისკენ უბიძგა ბრედბერის, არამედ მწერლობაც აიძულა, რათა მარადიულობისთვის მიეღწია.

 

3. „ფარენჰეიტი 451ბრედბერიმ ცხრა დღეში დაწერა.

 ეს წიგნი ბრედბერიმ 9 დღეში დაწერა, ეს კი კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCLA) ბიბლიოთეკაში მოხდა იჯარით აღებულ საბეჭდ მანქანაზე. მთელი ტექსტის აკრეფა მას $9.80 დაუჯდა.

 

4. მას არ ჰქონდა მართვის მოწმობა.

 ერთი ინტერვიუს შესაბამისად, ბრედბერი საზოგადოებრივ ტრანსპორტს ანიჭებდა უპირატესობას. ამის ერთ-ერთი მიზეზი ფატალური ავარია იყო, რომლის მომსწრე ის 16 წლის ასაკში გახდა. გარდა ამისა, მას მხედველობის პრობლემები გააჩნდა.

 

5. მან თავად აირჩია საკუთარი ეპიტაფია.

 ბრედბერიმ არა მხოლოდ თავად აირჩია საბოლოო განსასვენებელი Westwood Village Memorial Park-ის სასაფლაოზე, არამედ აირჩია ეპიტაფიაც, რომელიც ასე ჟღერს: „ფარენჰეიტ 451-ის ავტორი“.

 

6. მას სურდა, რომ მისი ფერფლი კრემაციის შემდეგ მარსზე გაეგზავნათ კონსერვის ქილით.

 ერთხელ მან განაცხადა, რომ სურვილი ჰქონდა, სიკვდილის შემდეგ მისი ფერფლი კონსერვის ქილით (ეს უნდა ყოფილიყო Campbell’s Tomato Soup) მარსზე გადაეტანათ და დაემარხათ.

 

7. ნასამ მას პატივი მიაგო.

 2012 წელს, რეი ბრედბერის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მარსზე ნასა-ს ობიექტი დაეშვა. ადგილს, სადაც Mars Curiosity მარსის ზედაპირს შეეხო, Bradbury Landing ეწოდა.

 

8. მასზე დიდი გავლენა იქონიეს ქალებმა.

 რეი ბრედბერისა და მის მეუღლე მეგის ოთხი ქალიშვილი ჰყავდათ: სიუზან, რამონა, ბეტინა და ალექსანდრია. მწერალი ხშირად ახსენებდა იმ პოზიტიურ გავლენას, რომელიც ქალბატონებმა იქონიეს მის შემოქმედებაზე, უმატებდა რა, რომ ქალბატონები მის თაყვანისმცემლებს შორის იყვნენ.

 

9. მიუხედავად ტექნოლოგიასა და მომავალზე ფოკუსირებისა, ბრედბერის არ სწამდა ინტერნეტის.

 ბრედბერი სკეპტიკურად იყო განწყობილი ინტერნეტის მიმართ, ამბობდა რა, რომ ეს უკანასკნელი დაბრკოლებას ქმნიდა ადამიანებს შორის ურთიერთობისთვის. მან ერთხელ აღნიშნა, რომ ინტერნეტმა შეკვეცა ადამიანთა კომუნიკაციისა და დიალოგის წარმართვის უნარი.

 

10. ამ სკეპტიციზმის მიზეზით იგი ეწინააღმდეგებოდა საკუთარი წიგნების ელ. ფორმატში კონვერტირებას.

 „ჩვენ მეტისმეტად ბევრი მობილური ტელეფონი გვაქვს. ჩვენ მეტისმეტად ვართ დამოკიდებული ინტერნეტზე. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ამ მანქანებზე, ძალიან ბევრი მანქანაა ჩვენს გარშემო“, - უთხრა მან Los Angeles Times-ს 2010 წელს.

ნახვების რაოდენობა: 3960