1895 წლის 27 ნოემბერს ალფრედ ნობელმა ანდერძს მოაწერა ხელი, რომლის შესაბამისად მისი ქონების უდიდესი ნაწილი პრემიების, კერძოდ კი ნობელის პრემიებისათვის უნდა გამოყენებულიყო. ანდერძის თანახმად, ერთი ნაწილი განკუთვნილია „ადამიანისთვის, ვინც გამორჩეული როლი შეასრულა ლიტერატურის დარგში იდეალისკენ სწრაფვის მიმართულებით“.
ქვემოთ შეიტყობთ საინტერესო ფაქტებს პრემიის შესახებ 1901-დან 2016 წლამდე.
ჟანრები
ლიტერატურის ყველაზე გავრცელებული ჟანრი ნობელის ლაურეატებს შორის პროზაა. 77 ლაურეატი ძირითადად პროზას ქმნიდა.
ლაურეატები ფსევდონიმებით
სიული პრიუდომ (რენე ფრანსუა არმან პრიუდომის ფსევდონიმი);
ანატოლ ფრანს (ჟაკ ანატოლ ტიბოს ფსევდონიმი);
ვლადისლავ რეიმონტ (ვლადისლავ რეიმენტის ფსევდონიმი);
გრაცია დელედა (გრაცია მადეზანის ფსევდონიმი);
პერლ ბაკ (პერლ ვოლშის ფსევდონიმი);
გაბრიელა მისტრალ (ლუცილა გოდოი ი ალკაიაგას ფსევდონიმი);
სენ-ჟონ პერს (ალექსის ლეჟერის ფსევდონიმი);
გეორგოს სეფერის (გეორგოს სეფერიადისის ფსევდონიმი);
პაბლო ნერუდა (ნეფტალი რიკარდო რეიეს ბასოალტოს ფსევდონიმი);
ოდისეუს ელიტის (ოდისეუს ალეფუდელისის ფსევდონიმი);
მო იან (გუან მოს ფსევდონიმი).
მოულოდნელი ლაურეატი
დღემდე გავრცელებულია შეხედულება, რომ ვინსთონ ჩერჩილმა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში მიიღო, მაგრამ სინამდვილეში 1953 წელს მას მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში. 1945 და 1953 წლებს შორის იგი 21-ჯერ იყო ნომინირებული ლიტერატურის და ორჯერ მშვიდობის პრემიაზე.
ლაურეატები კონკრეტული ნაწარმოებისათვის
მიხეილ შოლოხოვი, 1965, „წყნარი დონი“;
ერნესთ ჰემინგუეი, 1954, „მოხუცი და ზღვა“;
როჟე მარტენ-დიუ-გარ, 1937, „ძმები ტიბო“;
ჯონ გოლზუორთი, 1932, „ფორსაიტების საგა“;
თომას მანი, 1929, „ბუდენბროკები“;
ვლადისლავ რეიმონტი, 1924, „გლეხები“;
კნუტ ჰამსუნი, 1920, „მიწის წვენი“;
კარლ შპიტელერი, 1919, „ოლიმპიური გაზაფხული“;
თეოდორ მომზენი, 1902, „რომის ისტორია“.
ნომინაცია საიდუმლოა
ნომინაცია და ნობელის კომიტეტის თითოეული წევრის მიერ მიცემული რეკომენდაცია საიდუმლოდ ინახება 50 წლის განმავლობაში.
სიული პრიუდომი, რუდოლფ ოიკენი, პაულ ჰეიზე, რაბინდრანათ თაგორი, სინკლერ ლიუისი, თეოდორ მომზენი, ლუიჯი პირანდელო, პერლ ბაკ, ბერტრან რასელი და უილიამ ფოლკნერი წარმოადგენენ ნაწილს ავტორებისა, რომლებმაც ნობელის პრემია ნომინაციის პირველივე წელს მიიღეს.
ნობელის მედალი
ნობელის მედალი ლიტერატურისთვის შემუშავებულია შვედი სკულპტორის ერიკ ლინდბერგის მიერ. მასზე ასახულია ახალგაზრდა კაცი, რომელიც დაფნის ხესთან ზის, და ისმენს და იწერს მუზის სიმღერას.
ნობელის დიპლომი
ნობელის ყოველი დიპლომი ხელოვნების უნიკალური ნიმუშია, შექმნილი შვედეთისა და ნორვეგიის გამორჩეული ფერმწერების მიერ.
ნობელის პრემიის თანხა
ალფრედ ნობელმა მისი ქონების უდიდესი ნაწილი (დაახლოებით 31 მილიონი შვედური კრონა; დღეისათვის 1,702 მილიონი კრონა) დაუტოვა ფონდს და ეს თანხა უზრუნველყოფილ ქაღალდებში უნდა ყოფილიყო დაბანდებული. ინვესტიციით მიღებული მოგება „ყოველწლიურად უნდა განაწილდეს პრემიის სახით მათ შორის, ვინც წინამორბედ წელს უდიდესი სარგებელი მოუტანა კაცობრიობას“.
2016 წელს ნობელის პრემიის თანხამ 8 მილიონი შვედური კრონა შეადგინა ნობელის სრული პრემიისთვის.
რატომ ეწოდებათ პრემიით დაჯილდოვებულებს ლაურეატები?
სიტყვა „ლაურეატი“ მომდინარეობს რჩეულის სახით დაფნის (ლათ: Laurus) გვირგვინის გადაცემის ფაქტიდან. ბერძნულ მითოლოგიაში აპოლონს დაფნის გვირგვინი ადგას თავზე. დაფნის გვირგვინი არის რგოლი, შედგენილი დაფნის ტოტებისა და ფოთლებისგან. ძველ საბერძნეთში დაფნის გვირგვინით ამკობდნენ, როგორც ათლეტურ შეჯიბრებათა, ისე პოეტურ ასპარეზობათა გამარჯვებულებს.